ახალი რეგულაციები გარემოზე მავნე ზემოქმედების კუთხით კონტროლს და სანქციებს გაამკაცრებს
05-12-2019, 15:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქალაქ რუსთავში ჰაერის დაბინძურების საკითხის გადაჭრის გზებზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს.

 


შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი, ქალაქ რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა და სამინისტროს შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

 


შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყანაში წარმოების განვითარება პრიორიტეტულია, თუმცა თითოეული მეწარმე ვალდებულია უზრუნველყოს გარემოსდაცვითი რეგულაციების დაცვა. სამეწარმეო საქმიანობა არ უნდა აყენებდეს ზიანს გარემოს და, შედეგად, მოსახლეობის ჯანმრთელობას. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს გარემოსდაცვითი საკითხებით დაინტერესებულ ორგანიზაციებთან, რაც მნიშვნელოვანია არსებული პრობლემური საკითხების გადაჭრის გზების განსაზღვრისთვის.

 


აღსანიშნავია, რომ ქალაქ რუსთავში არსებული ვითარების გათვალისწინებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ქალაქ რუსთავში მოქმედ საწარმოებში მასშტაბური შემოწმებები განახორციელა. აღმოჩენილი დარღვევების შესახებ შეხვედრაზე თვითმართველობის წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ.

 


შეხვედრაზე იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე იმსჯელეს, რომელსაც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ამზადებს. ახალი რეგულაციები გარემოზე მავნე ზემოქმედების კუთხით კონტროლს და სანქციებს გაამკაცრებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი