გიორგი გახარია: „სოფლის მეურნეობა უნდა გახდეს ეფექტურად მზარდი დარგი როგორც ექსპორტის, ასევე შიდა მოხმარების დაკმაყოფილებისა და იმპორტის შემცირების კუთხით“
09-12-2019, 15:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სოფლის მეურნეობა უნდა გახდეს ეფექტურად მზარდი დარგი როგორც ექსპორტის ნაწილში, ასევე შიდა მოხმარების დაკმაყოფილებისა და პირველ რიგში იმპორტის შემცირების ნაწილში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლებთან შეხვედრისას.

 

 

პრემიერმა ხაზი გაუსვა აგროსასურსათო ბალანსის გაუმჯობესების აუცილებლობას და აღნიშნა, რომ მთავარი მიზანია, ქვეყანაში წარმოებულმა სოფლის მეურნეობის პროდუქციამ მაქსიმალურად ჩაანაცვლოს იმპორტი, დააკმაყოფილოს შიდა მოთხოვნა და გავიდეს ექსპორტზე.

 

 

გიორგი გახარიას თქმით, უმნიშვნელოვანესია მეტი აქცენტი გაკეთდეს ქართული ღვინის ინდუსტრიის ხარისხის სტანდარტებზე.

 


პრემიერმა აღნიშნა, რომ საჭიროა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე კონცენტრირებულად მუშაობა და ისეთი თემები, როგორიცაა მიწის სისტემური რეგისტრაცია, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო იუსტიციის სამინისტროსთან ერთად ახორციელებს, მაქსიმალურად მოკლე ვადაში დასრულდეს. გარდა ამისა, უნდა მოხდეს სამეწარმეო სიმძლავრეების გამსხვილება და ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას მეცხოველეობის ხელშეწყობისკენ. მთავრობის მეთაურმა უწყებას დაავალა, უმოკლეს დროში წარუდგინოს მეცხოველეობის დარგის განვითარების სტრატეგია და კონკრეტული სამოქმედო გეგმა.

 

 

შეხვედრისას ასევე აქცენტი გაკეთდა მელიორაციაზე და ამ კუთხით 2020 წლის გეგმებზე.

 

 

გიორგი გახარიამ, სოფლის მეურნეობის დარგში დასაქმების მაღალ კონცენტრაციასთან ერთად, ყურადღება ეფექტურობის კუთხით არსებულ გამოწვევებზეც გაამახვილა.

 

 

„ყველას კარგად გვესმის, რომ იმ ცვლილებებსა და ინვესტიციებს, რაც ბოლო წლების განმავლობაში სოფლად განხორციელდა, თავისი ხელშესახები შედეგები უკვე უნდა ჰქონდეს - აქვს, თუმცა ერთმნიშვნელოვნად უნდა ვიფიქროთ როგორც ბაზრების, ასევე პროდუქტიულ დივერსიფიცირებაზე. სოფლის მეურნეობა უნდა გახდეს ეფექტურად მზარდი დარგი როგორც ექსპორტის, ასევე შიდა მოხმარების დაკმაყოფილებისა და პირველ რიგში იმპორტის შემცირების ნაწილში. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია გარემოსდაცვითი კომპონენტი. მესმის, რამდენად რთულია ამ ორი საკმაოდ რთული სფეროს ერთმანეთთან ინტეგრირება და ამას დრო სჭირდება, თუმცა ვიცი, რომ აქაც გარკვეული წარმატებები გვაქვს", - განაცხადა პრემიერ მინისტრმა.

 

 

მთავრობის მეთაურმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილისგან და სამინისტროს თანამშრომლებისგან მოისმინა ინფორმაცია სამინისტროს 2019 წლის შედეგებისა და 2020 წლისთვის დაგეგმილი პროექტების შესახებ. შეხვედრას მინისტრის მოადგილეები და უწყების დაქვემდებარებაში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელები დაესწრნენ.

 

 

პრემიერ-მინისტრი მსგავსი ფორმატის სამუშაო შეხვედრებს სამთავრობო უწყებებში რეგულარულად გააგრძელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი