ნათია თურნავამ და ლევან დავითაშვილმა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატახტარში მტკნარი წყლის ჩამომსხმელი საწარმო გახსნეს
10-12-2019, 17:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატახტარში მტკნარი წყლის ჩამომსხმელი საწარმო გახსნეს. მინისტრებთან ერთად საწარმო გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა დაათვალიერა.

 


აღნიშნული საწარმო კომპანია„აქუა ჯორჯიას“ ეკუთვნის, რომელსაც პროდუქცია, ძირითადად, ექსპორტზე ყაზახეთში გააქვს. „აქუა ჯორჯიამ“ წიაღის ეროვნულმა სააგენტომ 2019 წელს წყლის მარაგები დაუმტკიცა. მალევე, კომპანიამ ჩამოსხმული წყლის პირველი საცდელი პარტია ყაზახეთში გაიტანა. ნათია თურნავამ კომპანიის მფლობელებს ბიზნესის წარმატებული დასაწყისი მიულოცა.



„დღეს კომპანიაში 5 ადამიანია დასაქმებული, თუმცა მომავალში მათი რიცხვი გაოთხმაგდება და 20 ადამიანი დასაქმდება. ასეთი მცირე წარმოებებიდან შედგება ჩვენი ეკონომიკა, ჩვენი ქვეყნის მომავალი,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი