ლევან დავითაშვილი: „ბიძინა ივანიშვილის მიერ ასწლოვანი ხე-მცენარეების გადატანა უნიკალური დენდროლოგიური პარკის შექმნას ემსახურება“
10-12-2019, 19:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ ჟურნალთან „ველური ბუნება“ მიცემულ ინტერვიუსთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ ასწლოვანი ხე-მცენარეების გადატანა კანონის სრული დაცვით ხორციელდება და უნიკალური დენდროლოგიური პარკის შექმნას ემსახურება.



„უხერხულია სპეკულირება ისეთი განსაკუთრებული მნიშვნელობის საკითხით, რომელიც საქართველოში უნიკალური დენდროლოგიური პარკის შექმნას უკავშირდება. ბატონი ბიძინას დამსახურებით, ჩვენს ქვეყანაში იქნება დენდროლოგიური პარკი ასწლოვანი სხვადასხვა უნიკალური ჯიშის მცენარეებით. რაც შეეხება ასწლოვანი ხეების ტრანსპორტირების პროცესს, ეს მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა. მთავარია, ხე-მცენარეების გადატანა კანონის სრული დაცვით ხორციელდებოდეს“, -განაცხადა ლევან დავითაშვილმა.


„აქვე მინდა აღვნიშნო, რომ წორედ ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა იყო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბუნების დაცვის მიმართულების პოლიტიკაში არსებითი ცვლილებები, რომელიც უკანონო ხე-ტყის მოპოვებას უკავშირდება. დღეს სანქციები, გარემოსდაცვითი კანონდარღვევების მიმართ გამკაცრებულია და აღსრულების კუთხითაც მდგომარეობა მნიშვნელოვნად შეცვლილი“, -აცხადებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნობის მინისტრი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი