ალაზანი-ივრის სააუზო მართვის გეგმის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების პილოტური პროექტი იწყება
11-12-2019, 13:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი ალაზანი-ივრის სააუზო მართვის გეგმის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების (სგშ) პილოტური პროექტის საკოორდინაციო შეხვედრას დაესწრო.



როგორც ნინო თანდილაშვილმა განაცხადა, პილოტური პროექტი სამინისტროს სააუზო მართვის გეგმების სგშ-ს განხორციელების კუთხით შესაძლებლობების გაძლიერებაში დაეხმარება.


„ევროკავშირის დაფინანსებით ვიწყებთ ახალ პროექტს, რომელიც წყლის სექტორში სტრატეგიული დოკუმენტებისთვის სტრატეგიული შეფასების ჩატარებას გულისხმობს. პროექტი საშუალებას მოგვცემს გამოვავლინოთ რა პრობლემების წინაშე ვდგავართ და რა შეგვიძლია გავაკეთოთ მათი დაძლევისთვის. პროქტის განხილვის ეტაპზე, შემუშავდება სტრატეგიული შეფასების მეთოდოლოგიის სახელმძღვანელო დოკუმენტი, რომელიც სამინისტროს წყლის სექტორში სტრატეგიულ დოკუმენტებზე სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების განხორციელებაში დაეხმარება“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა.



საკოორდინაციო შეხვედრის მიზანი დაინტერესებული მხარეებისთვის სგშ-ს პილოტური პროექტის ამოცანების, მოსალოდნელი შედეგების და ალაზანი-ივრის სააუზო მართვის გეგმის მომზადების პროცესის გაცნობა იყო. შეხვედრის მონაწილეებმა ალაზანი-ივრის სააუზო მართვის გეგმის სგშ-ს პილოტური პროექტის განხორციელების დადებითი მხარეები და ძირითადი ხელშემშლელი ფაქტორები განიხილეს.


პილოტური პროექტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ არის ინიცირებული და ევროკავშირის პროგრამის „წყლის ინიციატივა პლუსი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის“ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. აღნიშნული პროგრამა ხელს უწყობს პარტნიორი სახელმწიფოების მიერ წყლის რესურსების სექტორში განსახორციელებელი რეფორმების გრძელვადიანი ხედვების ჩამოყალიბებას.



საპილოტე პროექტს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD), გაეროს ეკონომიკური კომისია ევროპისთვის (UNECE) და ევროპული კონსორციუმი (ავსტრიის გარემოსდაცვითი სააგენტო (ავსტრია) და წყლის საერთაშორისო ოფისის (საფრანგეთი)) ახორციელებენ.


შეხვედრას გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საერთაშორისო და დონორი ორგანზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი