აშშ-ის პრეზიდენტის ვაჟმა, დონალდ ტრამპ უმცროსმა მონღოლეთში გადაშენების პირას მყოფი იშვიათი სახეობის ჯიხვი მოკლა
12-12-2019, 13:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


ამა წლის ზაფხულში მონღოლეთში სანადიროდ წასულმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ვაჟმა, დონალდ ტრამპ უმცროსმა გადაშენების პირას მყოფი იშვიათი სახეობის ჯიხვი მოკლა. როგორც ბრიტანული „გარდიანი“ „ProPublica“-ზე დაყრდნობით წერს, ნადირის მოკვლის ნებართვა მას შემდეგ გაიცა, რაც ტრამპი ქვეყნის პრეზიდენტს შეხვდა.

 


ნადირობისას ტრამპს თან ახლდა დაცვა, როგორც შეერთებული შტატებიდან, ისე მონღოლეთიდან. დიდრქებიანი არგალის ჯიხვი მონღოლეთში ეროვნულ სიმდიდრედაა მიჩნეული და მისი მოკვლის ნებართვა „გაუმჭვირვალე ნებართვის სისტემის მიერ კონტროლდება, რაც ექსპერტების თქმით, უმეტესწილად დაფუძნებულია ფულზე, კავშირებსა და პოლიტიკაზე“.

 


ჯიხვზე ნადირობამდე ტრამპი პრეზიდენტ ხალთმააგიინ ბატულგას შეხვდა, სადაც გამოცემის თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტის ვაჟისთვის იშვიათ ცხოველზე ნადირობისთვის სპეციალური ნებართვის საკითხი განიხილეს.

 

 

„ProPublica“-ს ცნობით, უმცროსმა ტრმპმა არგალის ჯიხვი ღამით, ლაზერული ხედვის ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით მოკლა. მან ჯიხვთან ერთად წითელი ირემიც მოკლა, რომელიც ასევე ნებართვას საჭიროებს.

 

 

(აღნიშნულ ფოტოზე დონალდ ტრამპ უმცროსი ზიმბაბვეში ნადირობისას).

 


იმისათვის, რომ განადგურების პირას მყოფი ცხოველების სიაში შეყვანილი ნანადირევის შეერთებულ შტატებში იმპორტირება მოახდინო, ამერიკელმა მონადირემ უნდა აჩვენოს, რომ მის მიერ ცხოველის მოკვლა ზოგადად სასარგებლოა ამ სახეობებისთვის.

 

 

2017 წელს ტრამპის ადმინისტრაცია ობამას ეპოქის ამგვარი შეზღუდვების წინააღმდეგ გამოვიდა, სანამ აღადგენდა სრულ აკრძალვას. ამის შემდეგ კი სასამართლომ მიიღო დადგენილება, რომ ეს გადაწყვეტილება არასწორად იქნა მიღებული და ნება დართო, რომ იმპორტი გაგრძელებულიყო.

 


თავად პრეზიდენტმა ტრამპმა ამგვარ ნადირობას „საშინელი სანახაობა“ უწოდა, მიუხედავად იმისა, რომ მისი ორი ვაჟი გაუმაძღარი მონადირეა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი