ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა“-ს მიერ ორგანიზებულ დასკვნით კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
17-12-2019, 18:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, დავით თვალაბეიშვილმა მონაწილეობა მიიღო „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა“-ს მიერ ორგანიზებულ დასკვნით კონფერენციაში, რომელიც საბჭოთა პერიოდში აშენებული ჰიდროელექტროსადგურების შეფასებასა და რეაბილიტაციისთვის საჭირო ღონისძიებების განსაზღვრას შეეხებოდა.

 

 

„ძალიან საინტერესოა „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა“-ს მიერ ჩატარებული კვლევა, რომელიც გვიჩვენებს, თუ რა ღონისძიებები უნდა განხორციელდეს იმისთვის, რომ გარკვეულ, უკვე არსებულ ჰესებზე მოხდეს გენერაციის ოპტიმიზაცია“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტებთან საუბრისას. მისივე თქმით, შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ასევე დიალოგის პლატფორმის ჩამოყალიბება საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის, რომლებიც გარემოს დაცვის სფეროში მოღვაწეობენ, მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, ჰესებთან დაკავშირებით.

 

 

„ჩვენ ვაპირებთ მათთან ერთად შევქმნათ დიალოგის პლატფორმა და შევთანხმდეთ მთავარ პრინციპებზე, თუ როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანაში პასუხისმგებლიანად გენერაციის ობიექტები. ძალიან ბევრი საერთო შეხების წერტილების გვაქვს და დარწმუნებულები ვართ, რომ ამ დიალოგის დაწყებით წარმატებით განვახორციელებთ დღეს ენერგეტიკის წინაშე მდგარ ამოცანებს იმგვარად, რომ ენერგეტიკული პროექტების გარემოზე გავლენა იყოს მინიმალური“ - აღნიშნა დავით თვალაბეიშვილმა.

 

 

დასკვნით კონფერენციაში, რომელსაც „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა - დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე უძღვებოდა, ასევე მონაწილეობა მიიღო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა. კონფერენციის დასასრულს გაიმართა დისკუსია თემაზე „გამოწვევები ენერგეტიკასა და გარემოს დაცვაში კლიმატის ცვლილების ფონზე“.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი