დიმიტრი ქუმსიშვილი: ვფიქრობთ, რომ საშუალოვადიან პერიოდში ლარის გამყარება უნდა მოხდეს
03-09-2015, 07:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მაკროეკონომიკური პარამეტრების მიხედვით ლარი იმაზე მეტადაა გაუფასურებული, ვიდრე უნდა იყოს, - ამის შესახებ  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.


"ლართან დაკავშირებით მკაფიოდ მინდა დავაფიქსირო, რომ სახელმწიფოს ყველა შტო, ერთობლივად მუშაობს და პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს შეხვედრები და დეტალური ანალიზი. მაკროეკონომიკური პარამეტრების მიხედვით, დღეს ლარი იმაზე მეტად გვაქვს გაუფასურებული, ვიდრე უნდა იყოს. როდესაც საგადამხდელო ბალანსს გავაანალიზებთ, ვნახავთ, რომ რეალურად, წინა წელთან შედარებით, დღეის მდგომარეობით ეროვნულ ვალუტაზე 182 მილიონი დოლარით ნაკლებია წნეხი. რაც იმას ნიშნავს, რომ გვაქვს საკმაოდ დიდი ლუფტი იმისთვის, რომ საშუალოვადიან პერიოდში ლარი გამყარდეს", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა და დააზუსტა, რომ საშუალოვადიან პერიოდში ახალ წლამდე პერიოდი მოიაზრება.


"რა თქმა უნდა, ქვეყანაში, სადაც გვაქვს მცურავი სავალუტო კურსი, მერყეობები იქნება, ჩვენ გვაქვს პატარა ეკონომიკა, რომელიც არის ღია ეკონომიკა და შესაბამისად, საგარეო ფაქტორები ჩვენზე მოქმედებს. თუმცა სწორი ეკონომიკური პოლიტიკით ვფიქრობთ, რომ საშუალოვადიან პერიოდში ლარის გამყარება უნდა მოხდეს", - განმარტა ეკონომიკის მინისტრმა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი