საქართველოს მთავრობამ „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში ცვლილებები შეიტანა
19-12-2019, 18:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს მთავრობამ „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში ცვლილებები შეიტანა.

 

 

ცვლილებების თანახმად:

 

 

აჭარის სატყეო სააგენტოს მიენიჭა ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის და სპეციალური ჭრების განხორციელების, ასევე, ტყის ფონდის ფართობების სარგებლობაში გაცემის უფლება. დღემდე აღნიშნულ საქმიანობას სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტო ახორციელებდა.

 

 

ტყის ფონდის მართვის ორგანოებს ტყიდან ხე-ტყის ნარჩენების გამოტანისა და რეალიზაციის უფლება ეძლევათ.

 

 

აღსანიშნავია, რომ ტყეში აკუმულირებული ნარჩენი საფრთხის შემცველია, როგორც ხანძარსაშიში, ასევე, მავნებელ-დაავადებების თვალსაზრისით; შესაბამისად, ტყის ფონდის მართვის ორგანოს შესაძლებლობა ეძლევა, თვითონ გამოიტანოს ტყიდან ხე-ტყის ნარჩენი, დაასაწყობოს და შემდეგ მოახდინოს მისი რეალიზაცია, რითაც მოხდება როგორც ტყის სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესება, ისე სააგენტოს შემოსავლების ზრდა. კერძო სექტორს კი, საშუალება ეძლევა გააფართოოს, ან შექმნას ალტერნატიული საწვავი მასალების (ბრიკეტი, პალეტი და სხვა) წარმოება.

 

 

  • ცვლილებით მოწესრიგდება სატყეო პლანტაციური მეურნეობის წარმოების და მიღებული მერქნული რესურსის დამზადება/გაცემა. წლების განმავლობაში, პრობლემას წარმოადგენდა მოსახლეობისთვის სოფლის მეურნეობისთვის საჭირო სამასალე მერქნის (ჭიგო, სარი, საყრდენი ბოძი) მიწოდება, ამავდროულად, ტყის ფონდის ტერიტორიებზე არსებობს სწრაფმზარდი სახეობების პლანტაციები, რომელთა მიზნობრივი დანიშნულება სწორედ ასეთი სახის მერქნის მიღებაა.

 

აღნიშნული ცვლილება ასევე მოაწესრიგებს ტყის ფონდის საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნით სარგებლობაში გაცემასთან დაკავშირებით ტყის ფონდის მართვის ორგანოების მიერ გასატარებელ ღონისძიებებს, რაც ხელს შეუწყობს ეკოტურიზმისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას.

 

 

დადგენილებაში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე, დაზუსტდება ტყის ფონდის მართვის ორგანოში ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისთვის გადახდილი საკომპენსაციო თანხების გამოყენების წესი.

 

 

  • კერძოდ, ტყის ფონდის მართვის ორგანოებს ექნებათ შესაძლებლობა, საკომპენსაციო საფასურით მიღებული შემოსავალი, რაც მათი დაფინანსების ერთ-ერთ წყაროს წარმოადგენს, მოახმარონ ტყის მოვლის, აღდგენის, ტყის აღრიცხვა-ინვენტარიზაციისა და ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებებს.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი