თურქეთის სანაპიროებთან დაღუპული სირიელი ბავშვებისა და მათი დედის ცხედრებს სამშობლოში გადაასვენებენ
04-09-2015, 02:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რამდენიმე დღის წინათ თურქეთის სანაპიროებთან დაღუპული ორი მცირეწლოვანის მამამ, სირიელმა აბდულა კურდიმ ქალაქ ბოდრუმის მორგში თავისი ოჯახის წევრები ამოიცნო.


მიგრანტების ნავის გადატრიალების შედეგად ბავშვების გარდა დაიღუპა მათი დედაც. "როიტერის" ცნობით, აბდულა კურდი ცხედრების სამშობლოში გადასვენებას და მშობლიურ ქალაქში დაკრძალვას აპირებს.


სირიელი ბავშვის ცხედრის ფოტომ მსოფლიო შეძრა. ის ტალღებმა სანაპიროზე გამორიყა, მასთან, მის ძმასთან და დედასთან ერთად კიდევ 9 ადამიანი დაიღუპა. ისინი სირიიდან თურქეთის გავლით საბერძნეთის კუნძულ კოსისკენ მიემგზავრებოდნენ, თუმცა, ნავი ჩაიძირა.


როგორც აბდულა კურდი ამბობს, მან შუამავლებს ორჯერ გადაუხადა ფული, რათა თავისი ოჯახის წევრები საბერძნეთამდე ჩაეყვანა, თუმცა, ამაოდ. ბოლო მცდელობა კი საბედისწერო აღმოჩნდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი