ნათია თურნავა: „საზღვაო ტრანსპორტის სფეროს განვითარება დასაქმების შესაძლებლობებს გაზრდის“
25-12-2019, 11:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წლიური ანგარიში და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. პრეზენტაცია წარადგინა სააგენტოს დირექტორმა თამარ იოსელიანმა. ღონისძიებას ასევე დაესწრო მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი. 

 

 

სააგენტოს დირექტორმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა როგორც დარგის ინსტიტუციურ განვითარებასა და საერთაშორისო აღიარებაზე, ასევე მეზღვაურთა განათლების სისტემის დახვეწასა და დასაქმების ხელშეწყობაზე. აღინიშნა, რომ სააგენტოს ინიციატივით, მიმდინარე წელს ამოქმედდა მეზღვაურთა დასაქმების ხელშეწყობისთვის შექმნილი სპეციალური ვებპორტალი, რომელიც უზრუნველყოფს პირდაპირ კომუნიკაციას მეზღვაურებსა და დამსაქმებლებს შორის. თამარ იოსელიანის განცხადებით, ქართველი მეზღვაურები, მათი მაღალი პროფესიონალიზმიდან გამომდინარე, საკმაოდ მოთხოვნადი არიან საერთაშორისო ბაზარზე ამას მოწმობს ქართველი მეზღვაურების დასაქმების მაჩვენებელი.  წელს ხელი მოეწერა მეზღვაურთა სერტიფიკატების ურთიერთაღიარების მემორანდუმს 2 საზღვაო ქვეყანასთან: ბრაზილიასთან და ქუვეითთან, ხოლო ავსტრალიასთან, დიდ ბრიტანეთთან, საუდის არაბეთსა და კატართან  შედგა შეთანხმება, რომ 2020 წლის დასაწყისში  მოეწერება ხელი შესაბამისი შინაარსის მემორანდუმებს. დღეის მდგომარეობით, ქართველ მეზღვაურებს შეუძლიათ, დასაქმდნენ 51 ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავ გემებზე და აქედან 19 ქვეყანა ევროკავშირის სახელმწიფოა. 

 

 

თამარ იოსელიანის განცხადებით, საქართველოს საზღვაო სფეროში გატარებული რეფორმების შედეგად, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციამ მსოფლიოს 174 ქვეყანას შორის მხოლოდ 53 სახელმწიფო შეიტანა მეზღვაურთა თეთრ სიაში და მათ შორისაა, საქართველო. 

 

 

მეზღვაურების დასაქმების მიღმა 2019 წელს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ დამატებით ორ ახალ სეგმენტში შეუწყო ხელი ქართველების დასაქმებას. საკრუიზო გემებზე პერსონალის დასაქმების თვალსაზრისით ჩამოყალიბდა ერთიანი მიდგომა, შედგა კონსულტაციები გემთფლობელებთან და პირველი ნაკადი  დასაქმდა. ასევე, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ) ერთად შეიმუშავა საზღვაო კულინარიის პროგრამის მოდული. აღნიშნული სასერტიფიკატო კურსის გავლის შემდეგ მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ  გემებზე გემის მზარეულის, მისი დამხმარესა და სამაგიდე მომსახურე პერსონალის პოზიციებზე დასაქმდნენ. 

 

 

სააგენტოს დირექტორმა ასევე ისაუბრა ფოთის საზღვაო სასწავლებელზე.  მისი განცხადებით, ფოთში პროფესიული სასწავლებლის შენობის რეაბილიტაცია 2020 წელს უნდა დასრულდეს, ხოლო 2021 წლის გაზაფხულიდან მან სტუდენტების პირველი ნაკადი უნდა მიიღოს. ფოთის სასწავლებელი საწყის ეტაპზე 1000 სტუდენტზეა გათვლილი და 250 ადამიანს დაასაქმებს. 

 

 

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს მონაწილეობაზე საერთაშორისო საზღვაო სისტემებში, რომელთა მიზანსაც ზღვაზე უსაფრთხოების ნორმების დაცვა წარმოადგენს. აღინიშნა, რომ ბოლო დროს საქართველო რამდენიმე საერთაშორისო სისტემაში გაწევრიანდა, რომელმაც მნიშვნელოვნად გაზარდა საქართველოს, როგორც საზღვაო სახელმწიფოს, შესაძლებლობები საზღვაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ზღვაზე ძებნა-გადარჩენისა და ზღვის გარემოს დაცვის თვალსაზრისით. ასევე საუბარი წარიმართა „ერთი ფანჯრის პრინციპის“ პროექტზე, რომელიც ითვალისწინებს საპორტო სექტორში ციფრული სერვისების დანერგვას, შემოსული გემების გათავისუფლებას ბიუროკრატიული ბარიერებისგან და არასაჭირო დოკუმენტაციის დამუშავების პროცესისგან. აღინიშნა, რომ პროექტის განხორციელება მნიშვნელოვნად შეამცირებს საქართველოს ნავსადგურებში გემების მოცდენის დროს, ხელს შეუწყობს ნავსადგურების მუშაობის ეფექტიანობისა და ტვირთნაკადების ზრდას. 

 

 

„საქართველოს საზღვაო სექტორი ვითარდება, რაც ერთი მხრივ, აისახა ქართველი მეზღვაურების რაოდენობრივ და ხარისხობრივ დასაქმებაში, მეორე მხრივ კი საქართველოს საპორტო ინფრასტრუქტურისა და მომსახურების განვითარებაში. ვფიქრობ, რომ რეფორმები, რომლებიც ხორციელდება ან დაგეგმილია, გაზრდის საქართველოს, როგორც საზღვაო ქვეყნის პოზიციონირებას საერთაშორისო ასპარეზზე,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი