ალმა-ატაში სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად სულ მცირე 14 ადამიანია დაღუპული
27-12-2019, 08:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ყაზახეთის ქალაქ ალმა-ატაში სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად სულ მცირე 14 ადამიანია დაღუპული, დაშავებულთა რიცხვი კი 35-ს შეადგენს, იტყობინება რუსული მედია.

 

 

დაშავებულთაგან 22 უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. 

 

 

კატასტროფა „ბეკ ეარის“ კუთვნილმა თვითმფრინავმა Fokker-100-მა განიცადა. ყაზახეთის ინდუსტრიისა და ინფრასტრუქტურული განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ავიაკომპანია „ბეკ ეარის“ თვითმფრინავმა  ადგილობრივი დროით 7:22 საათზე, აფრენისას სიმაღლე დაკარგა და ჩამოვარდნისას ბეტონის ღობის გასწვრივ ორსართულიან შენობას დაეცა და დაიმსხვრა. ამ დროისთვის მგზავრებისა და ეკიპაჟის ევაკუაცია ხორციელდება. 

 

 

ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თვითმფრინავი ალმა-ატის საცხოვრებელ რაიონში ჩამოვარდა.  უწყების ცნობით, ავიალაინერის ბორტზე 95 მგზავრი და ეკიპაჟის 5 წევრი იმყოფებოდა. შემთხვევის ადგილას მაშველები, სამედიცინო სამსახურებისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები მუშაობენ, მიმდინარეობს ევაკუაცია. 

 

 

ალმა-ატის აეროპორტში სასწრაფო დახმარების ავტომანქანებია მობილიზებული და დაშავებულები საავადმყოფოებში გადაჰყავთ. 

 


ყაზახეთის პრეზიდენტმა, კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა მომხდართან დაკავშირებით წუხილი გამოხატა. მან დაღუპულთა ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადა და განაცხადა, რომ მკაცრად დაისჯება ყველა ის პირი, ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება.

  

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი