მთავრობა ანაკლიის პორტის ასაშენებლად ახალ ინვესტორს მოიძიებს
09-01-2020, 13:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს მთავრობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ასაშენებლად ახალი ინვესტორის ძიებას დაიწყებს, - განაცხადა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა.

 

 

მისივე თქმით, ახალი პარტნიორის მოძიებას მხოლოდ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ საინვესტიციო ხელშეკრულების გაწყვეტის პროცედურების შემდეგ დაიწყებენ.

 

 

„ჩვენ დღემდე არ გვქონია არანაირი მოლაპარაკება სხვა ინვესტორთან, გარდა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმისა“. სხვა ალტერნატიული ინვესტორების მოძიება მთავრობის მხრიდან არ მიმდინარეობდა იქამდე, სანამ ძალაში გვქონდა არსებული ხელშეკრულება. მხოლოდ ხელშეკრულების გაწყვეტის პროცედურების შემდეგ დავიწყებთ ახალი პარტნიორის მოძიების პროცესს. ამას დასჭირდება გარკვეული დრო, თუმცა არ იქნება ძალიან დიდხანს. მოგეხსენებათ, ინტერესთა გამოხატვა გამოცხადებული იყო 2014 წელს, მას შემდეგ გავიდა ხუთი წელი და ბევრი ცვლილება განხორციელდა საინვესტიციო ხელშეკრულებაში, ასევე ის დათმობები, რაზეც სახელმწიფო წავიდა ამ პროცესში, ის ცვლილება, რასაც ბანკებთან ვართ შეთანხმებული, რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის გათვალისწინება უნდა მოხდეს. უნდა მოხდეს ხელახალი მომზადება საინვესტიციო პაკეტის, რასაც ალბათ რამდენიმე თვე დასჭირდება. მოვამზადებთ წინადადებას, გამოვაცხადებთ ინტერესთა გამოხატვას“ ,- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

 

 

მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულების გაწყვეტის გადაწყვეტილება დღეს, მთავრობის სხდომაზე მიიღო. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო. პორტის პირველი ფაზის მშენებლობის დასრულება და პირველი გემების მიღება 2020 წლის ბოლოსკენ იგეგმებოდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი