გათხევადებული აირის აირბალონიანი ავტომობილები, შესაბამისი აირბალონისა და მოწყობილობის სისტემის ტექნიკური გამართულობის დამადასტურებელი სერტიფიკატის გარეშე, 2020 წლის პირველი იანვრიდან პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებაზე არ დაიშვებიან
10-01-2020, 14:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გათხევადებული აირის აირბალონიანი ავტომობილები, შესაბამისი აირბალონისა და მოწყობილობის სისტემის ტექნიკური გამართულობის დამადასტურებელი სერტიფიკატის გარეშე, 2020 წლის პირველი იანვრიდან პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებაზე არ დაიშვებიან.

 

 

გათხევადებული აირის აირბალონისა და მოწყობილობის სისტემის ინსპექტირების სერტიფიკატები აკრედიტებული შესაბამისობის შემფასებელი პირის (ინსპექტირების ორგანო) მიერ გაიცემა. 

 

 

ამასთან, გათხევადებული აირის აირბალონის ტექნიკური გამართულობის შემოწმება მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილ ვადებშია აუცილებელი, კერძოდ: აირბალონი პირველ ინსპექტირებას ექვემდებარება მისი დამზადებიდან მხოლოდ 5 წლის გასვლის შემდეგ. შესაბამისად, ინსპექტირებას დაექვემდებარება მხოლოდ ის აირბალონი, რომლის 5-წლიანი ვადა უკვე გასულია.  

 

 

ინსპექტირების ცენტრის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი სადამსჯელო ღონისძიებები გატარდება, თუ ინსპექტირების ცენტრი ისეთი აირბალონის ინსპექტირებას მოახდენს, რომლის დამზადებიდან 5-წლიანი ვადა ჯერ გასული არ არის. 

 

 

რაც შეეხება გათხევადებული აირის აირბალონის მოწყობილობის სისტემის ინსპექტირებას, ის რეგლამენტის ძალაში შესვლიდან ინსპექტირებას პირველი შემოწმებიდან შემდგომ ყოველ 3 წელიწადში ერთხელ დაექვემდებარება.

 

 

გასათვალისწინებელია, რომ ტექნიკური რეგლამენტის თანახმად, ინსპექტირების ორგანოს უფლებამოსილი პირი ვალდებულია შესაბამისობის შეფასებაზე არ დაუშვას აირბალონიანი მოწყობილობა, თუ აირბალონებს არ გააჩნიათ შესაბამისი ნიშანდება: დამამზადებლის სასაქონლო ნიშანი, სერიული ნომერი, დამზადების თარიღი, მუშა და საგამოცდო წნევა, მოცულობა და მასა. შესაბამისად, ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი ამ შემთხვევაში ვერ განახორციელებს აირბალონისა და მისი მოწყობილობის  სისტემის ტექნიკური გამართულობის შესახებ ინსპექტირების სერტიფიკატების მოპოვებას.

 

 

ამ დროისათვის, საქართველოს მასშტაბით 7 ინსპექტირების ცენტრი მოქმედებს. მათი მისამართებია:

 

  • შპს „გაზ კონტროლი“ -- ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი №67  
  • შპს „გიომოტორსი“ -- ქ. გორი, სუხიშვილის ქ №63  
  • შპს "გიომ-1" -- ქ. ქუთაისი, ი. აბაშიძის ქ. №32     
  • შპს "ჰესლერი" -- ქ. თბილისი გიორგი მდივანის პირველი შესახვევი №10 
  • შპს "გარეჯი 2010" -- საგარეჯო, დოდაშვილის ქ. № 13
  • შპს "გარეჯი 2010"-ის ფილიალი: თელავის რაიონის სოფ. ნასამხრალი
  • შპს "გარეჯი 2010"-ის ფილიალი: წნორი, ქიზიყის ქ. № 55  

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი