კატარის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ქართული კუთხე გაიხსნა
13-01-2020, 12:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კატარში საქართველოს საელჩოსა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ერთობლივი ორგანიზებით კატარის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ქართული კუთხე გაიხსნა.

 


საქართველოს ელჩმა ნიკოლოზ რევაზიშვილმა სიტყვით მიმართა შეკრებილ საზოგადოებას და მადლობა გადაუხადა კატარის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტს, ომარ ალ ანსარის და კატარის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორს ასმა ალ ბუენინს პროექტის მხარდაჭერისა და ღონისძიების მასპინძლობისთვის.

 


საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ თავის გამოსვლაში აუდიტორიას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს კუთხისთვის გადაცემული წიგნების, საქართველოს კულტურის, ისტორიის, ხელოვნების, ქართული სამზარეულოსა და ტურისტული ღირსშესანიშნაობების შესახებ.

 


ქართული კუთხის გახსნა კატარის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ხელს შეუწყობს კატარელ ახალგაზრდებს შორის საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლებას და ქართული კულტურის პოპულარიზაციას. ღონისძიებას ესწრებოდნენ კატარის უნივერსიტეტის ქართველი სტუდენტები.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი