სოფელ მაღაროსკარის საჯარო სკოლის პანსიონის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა
21-01-2020, 15:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და დუშეთის მუნიციპალიტეტის ერთობლივი ძალისხმევით, სოფელ მაღაროსკარის საჯარო სკოლის პანსიონის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა.

 

 

ახლადრეაბილიტირებული პანსიონი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინიტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა, პრემიერ მინისტრის მრჩეველმა რეგიონულ საკითხებში, სოზარ სუბარმა და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ მოინახულეს.

 

 

80 მოსწავლეზე გათვლილი პანსიონის შენობა 1976 წელს აშენდა. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის „მაღალმთიანი დასახლებების ფონდიდან“ 465 797 ლარი გამოიყო, რომლის ფარგლებშიც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო საძინებლები, სველი წერტილები და სამზარეულო. პანსიონის რეაბილიტაცია 2019 წლის ივნისში დაიწყო და ამავე წლის დეკემბერში დასრულდა.

 

 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სანინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით 2018 წელს, ასევე განხორციელდა სკოლის შენობის ნაწილობრივი რეაბილიტაცია. მოეწყო ადაპტირებული სველი წერტილები, პანდუსი, შეიცვალა საკლასო ოთახის კარები, რეაბილიტირდა შენობის სახურავი, საჭიროებიდან გამომდინარე სარემონტო სამუშაოები ჩატარდა საკლასო ოთახებში.

 

 

განათლების რეფორმის ფარგლებში, თანამედროვე სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწყობა მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. შესაბამისად, საქართველოს მასშტაბით სკოლების მშენებლობა, რეაბილიტაცია და აღჭურვა მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი