დონალდ ტრამპმა სენატში მისი იმპიჩმენტის პროცესს ტყუილი უწოდა
22-01-2020, 14:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სენატში მისი იმპიჩმენტის პროცესს ტყუილი უწოდა. მან აღნიშნული განცხადებს დავოსში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

 

 

ტრამპის თქმით, ოპონენტებმა მის წინააღმდეგ ცრუ ბრალდებებზე დაფუძნებული იმპიჩმენტი წამოიწყეს. 

 

 

„მთელი ეს ამბავი არის ტყუილი. ეს საქმე ვერაფერს მოიტანს, რადგან არაფერი მომხდარა. ერთადერთი, რაც ჩვენ გავაკეთეთ, არის ჩვენი სამუშაო, რომელსაც კარგად ვასრულებთ. ჩვენ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ქვეყანა ვართ და სწორი მიმართულებით მივდივართ. ჩვენ ყველაზე ძლიერი ეკონომიკა გვაქვს. დღეს მე ევროპაში ვარ, რადგან ჩვენს ქვეყანაში უფრო მეტი კომპანია ჩამოვიდეს და ათასობით, მილიონობით სამუშაო ადგილი შეიქმნას. დანარჩენი ყველაფერი ტყუილია“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

 

 

ამერიკელმა სენატორებმა დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხზე მოსმენა გუშინ დაიწყეს. მოსმენებზე გადაწყდება, არის თუ არა დამნაშავე დონალდ ტრამპი ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასა და კონგრესის საქმიანობაში ხელის შეშლასთან დაკავშირებით. წარმომადგენელთა პალატამ ტრამპი ამაში დამნშავედ ცნო და 2019 წლის დეკემბერში მისი იმპიჩმენტის საკითხს კენჭი უყარა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი