„კოკა-კოლას“ ვიცე პრეზიდენტი: „საქართველოს საინვესტიციო გარემო არის ძირითადი მოტივატორი ქვეყანაში დამატებითი საწარმოო ხაზის შექმნისა და ბიზნესის გაფართოებისთვის, ვაგრძელებთ კაპიტალდაბანდებას საქართველოში“
22-01-2020, 15:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„კოკა-კოლა“ დაინტერესებულია რეგიონში წარმოების გაფართოებით და განაგრძობს საქართველოში ინვესტიციების განხორციელებას, - აღინიშნა საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიასა და „კოკა-კოლას“ ვიცე-პრეზიდენტ მაიკლ გოლცმენის შეხვედრაზე, რომელიც დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა.

 


„კოკა-კოლას“ ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოს მთავრობის მეთაური საქართველოში კომპანიის ახალი საწარმოო ხაზის გახსნის ღონისძიებაზე ოფიციალურად მიიწვია. აღინიშნა, რომ კომპანიის მიერ საქართველოში წარმოების გაფართოება, ქმნის მეტი დასაქმების შესაძლებლობას და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში.

 


„საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემო არის ძირითადი მოტივატორი ქვეყანაში დამატებითი საწარმოო ხაზის შექმნისა და ბიზნესის გაფართოებისთვის. ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ თანამშრომლობა საქართველოს მთავრობასთან ცირკულარული ეკონომიკის განვითარების კუთხით. „კოკა კოლას" სისტემას უდავოდ მნიშვნელოვნად მიაჩნია მისი ბიზნესი საქართველოში. ვამაყობთ 200-ზე მეტი ადამიანით, რომლებიც ჩვენთან დავასაქმეთ. ვაგრძელებთ საქართველოში კაპიტალდაბანდებებს. პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას საუბარი გვქონდა ბიზნესის გაფართოებაზე და ინვესტიციების გაზრდაზე, ასევე მდგრადი განვითარებისთვის ახალი ინიციატივების განხორციელებაზე",- განაცხადა „კოკა-კოლას“ ვიცე-პრეზიდენტმა.

 

 

„კოკა-კოლას“ სათავო ოფისი ატლანტაში მდებარეობს. კომპანიამ ოპერირება დაიწყო 1889 წლიდან და დღეისთვის მომხმარებელს 500 ბრენდს სთავაზობს 200-ზე მეტ ქვეყანაში.
მისი წლიური შემოსავალი 32 მილიარდ აშშ დოლარს აღწევს, დასაქმებულთა რაოდენობა კი 62 000-ს აღემატება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი