მსხვილი ბრიტანული კომპანია OneWeb-ი დაინტერესდა საქართველოში სატელიტური ქსელის მომსახურებისთვის სპეციალური სადგურის მოწყობით, რომლითაც რეგიონს დაფარავს
22-01-2020, 16:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გლობალური კომუნიკაციების სფეროში ერთ-ერთი უმსხვილესი ბრიტანული სტარტაპ კომპანია  OneWeb-ი საქართველოში სატელიტური ქსელის მომსახურებისთვის სპეციალური სადგურის მოწყობით არის დაინტერესებული, რომლითაც რეგიონს დაფარავს, - აღინიშნა საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას და OneWeb-ის აღმასრულებელი დირექტორის ადრიან სტეკელის შეხვედრისას, რომელიც დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა. 

 

 

კომპანიის საქმიანობის ძირითადი სფეროა ფართოზოლოვანი ინტერნეტ ქსელის ოპერირება გლობალური კოსმოსური სატელიტური ქსელის საშუალებით.

 

 

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და OneWeb-ს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობები კომპანიის ძირითადი პროექტის პირველი ფაზის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს სხვადასხვა ქვეყანაში სატელიტური ქსელის მომსახურებისთვის სპეციალური სადგურის მოწყობას, რაც უწყვეტი და ყველასთვის ხელმისაწვდომი ინტერნეტის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია. 

 

 

კომპანიის წარმომადგენლების მხრიდან დაფიქსირდა მნიშვნელოვანი ინტერესი საქართველოს ტერიტორიაზე მსგავსი სადგურის მოწყობასთან დაკავშირებით, რაც, მათი შეფასებით მნიშვნელოვანწილად განაპირობა ქვეყანაში არსებულმა კარგმა საინვესტიციო გარემომ, ქვეყნის სტრატეგიულმა მდებარეობამ, რაც საქართველოს ხელს უწყობს, იყოს რეგიონული ჰაბი. კომპანიამ გამოთქვა მზაობა საქართველოს მთავრობასთან უფრო აქტიური თანამშრომლობისთვის, რომლის შედეგადაც ქვეყანაში განახორციელებს ინვესტიციას სადგურის მოწყობისა და შესაბამისი თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვისთვის. 

 

 

გლობალური სტარტაპი უკვე თანამშრომლობს საქართველოს კერძო სექტორთან, კერძოდ, კომპანია "სილქნეტთან". შესაბამისი მემორანდუმი OneWeb-სა და "სილქნეტს" შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ  გაფორმდა. 

 

 

ბრიტანული კომპანია OneWeb-ის საწყისი კაპიტალი შეადგენს 6 მილიარდ აშშ დოლარს და იგი ოპერირებს ევროპისა და აშშ-ის ბაზრებზე. კომპანია ორიენტირებულია, განახორციელოს სატელიტური ქსელის სწრაფი გაფართოება და შესაბამისი სადგურების მშენებლობა ევროპისა და აზიის სხვადასხვა ქვეყანაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი