ლეგენდარული ლევან ცაბაძე საქართველოს რაგბის კავშირის თავმჯდომარის არჩევნებში მხარდაჭერას ირაკლი აბუსერიძეს უცხადებს
22-01-2020, 21:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი, ლეგენდარული ქართველი მორაგბე ლევან ცაბაძე 30 იანვარს დაგეგმილ რაგბის კავშირის თავმჯდომარის არჩევნებში ღია მხარდაჭერას ირაკლი აბუსერიძეს უცხადებს და მიაჩნია, რომ მისი „თანამედროვე, პროფესიონალური ხედვა“ ქართული რაგბის შემდგომი განვითარების საწინდარი იქნება.

 


როგორც ლევან ცაბაძემ GUARDIAN.GE-ის განუცხადა, რაგბის კავშირის თავმჯდომარის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გარკვეული ჯგუფები თემისადმი პოლიტიკური ელფერის მიცემის მცდელობით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და იარაკლი აბუსერიძისთვის „ჩირქის მოცხებას“ ცდილობენ, თუმცა სახელოვანი მორაგბის, კლუბ „არმიას“ მთავარი მწვრთნელის აზრით, ეს მცდელობა ამაო აღმოჩნდება და საღი აზრი და პროფესიონალიზმი გაიმარჯვებს.

 


„რა თქმა უნდა ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერი ვარ. ასე ვიყავი მაშინაც (წინა არჩევნების დროს) და ასე ვარ ახლაც იმიტომ, რომ გარდა მეგობრობისა, ის ხედვა, რაც ირაკლის გააჩნია, ეს არის თანამედროვე ხედვა. იგი არის იმ თაობის, იმ პირველი თაობის წარმომადგენელი, რომლებიც იყვნენ პროფესიონალები რაგბიში და არა მოყვარულები. რაგბის განვითარებას სულ სხვა რამე სჭირდება და ჩვენ დღესდღეობით სახეზე რეგრესი გვაქვს და ამის გამოსწორებას სჭირდება ახალი სისხლი, პროფესიონალური ხედვა, რაც ირაკლის გააჩნია და ამიტომ ვუჭერ მე მას მხარს. რაგბის კავშირის თავმჯდომარის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ერთი ცუდი ტენედენცია შევნიშნე, რაც არ მომწონს და არც შეესაბამება სიმართლეს.

 


„ქვეყნდება ფეისბუქ-განცხადებები, სადაც მიდის იმის ხაზგასმა, რომ ირაკლი არის პარლამენტარი „ქართული ოცნებიდან“ და ამით ამ თემის პოლიტიზების მცდელობას ვხედავ, მე ეს ამოვიკითხე, რაც არის ძალიან ცუდი იმიტომ, რომ ირაკლის უჭერს მხარს აი, ამ ბოლო უახლეს რაგბის ისტორიაში აბსოლუტური უმრავლესობა. თუ ვინმე რამეს წარმოადგენდა თუ წარმოადგენს, ვისაც კი რაგბიში რამე გაუკეთებია ყველა ირაკლის მხარეს არის და მას უჭერს მხარს. აქ პოლიტიკა არაფერ შუაშია, უბრალოდ იმ დილეტანტების, იმ ქართვეი გულშემატკივრების, რომლებსაც რაგბი უყვართ და ღრმად არ არიან ჩახედული, უნდათ რომ დაანახონ მათ, რომ აი, როგორი ზეწოლა ხდება მთავრობიდან და დახატონ ისეთი სურათი, რომ აი, მთავრობამ თითქოს რაგბის კავშირშიც კი ჩაყო ცხვირი და ა.შ და ა.შ. რაც არის ტყუილი, მინდა ვთქვა. არავითარი ზეწოლა არ არის, ირაკლის მხარს უჭერს აბსოლუტური უმრავლესობა იმ ადამიანებისა, თუკი ვინმეს რამე აქვს რაგბის უახლეს ისტორიაში რაგბისთვის გაკეთებული.

 


„ირაკლი აბუსერიძე საქართველოს ნაკრების კაპიტანი გახლდათ, რა დროსაც საქართველოს ნაკრებს წარმატებები აქვს მოპოვებული და არა მარტო ეგ არის მთავარი. დღესდღეობით უამრავი ქართველი არის ევროპაში, ძირითადად საფრანგეთში მოღვაწეობს, პროფესიონალია და მათ რაგბის კავშირი არ იყენებს და ყველა ეს ადამიანი მხარს უჭერს ირაკლი აბუსერიძეს. ირაკლიმ შეიძლება ყველაფერი არ იცოდეს, მაგრამ მთავარია, რომ სწორი ხედვა აქვს და თან მის გვერდზე უამრავი პროფესიონალია და მისი არჩევით ქართული რაგბის განვითარებისთვის სიტუაცია ისე წარიმართება, როგორც საჭიროა", აცხადებს ლევან ცაბაძე.

 


GUARDIAN.GE-ის შეკითხვაზე, თუ საიდან უნდა დაიწყოს მდგომარეობის გამოსწორება რაგბის სფეროში, ლევან ცაბაძე პასუხობს, რომ ეს კლუბების განვითარების ხელშეწყობით უნდა მოხდეს.

 


„მე საქართველოს ჩემპიონატში ვმოღვაწეობ და ასე ვთქვათ, არ ხდება ამ კუთხით დიდი ყურადღების მიქცევა. იმისთვის, რომ ეროვნულ ნაკრებში მოთამაშე მოვიდეს, კლუბები უნდა ვითარდებოდეს. დღესდღეობით ასეთი სურათია: მოთამაშეები, რომლებიც ნაკრებში ხვდებიან და უცხოეთში მიდიან სათამაშოდ, ისინი ვითარდებიან და მოთამაშეები, რომლებიც აქ, საქართველოში რჩებიან, ისინი კარგავენ ინტერესს იმიტომ, რომ გარდა საქართველოს ჩემპიონატისა მერე აღარაფერი აღარ ხდება, აბსოლუტურად ინტერესი იკარგება, მოტივაცია იკარგება. მარტივად რომ ავხსნა, მაგალითად, 30 წლის მოთამაშე, რომელიც საქართველოში თამაშობს და საქართველოს ნაკრებში მოხვედრაზე აღარ ფიქრობს, აი, რა მოტივაცია უნდა გაუჩინო, რომ მან ითამაშოს, განვითარდეს. ეს მოთამაშე წესით და რიგით ეხმარება განვითარებაში ახალგაზრდასაც და ამ დროს, როდესაც ასეთი მოთამაშე უმოტივაციოდ არის, ის ახალგაზრდა საერთოდ უმოტივაციოა და საერთო ჯამში ვიღებთ ჩემპიონატს, სადაც მოტივაცია ნულის დონეზეა.

 


„სადღეისოდ რა პირობებიც გააჩნია საქართელოს რაგბს ასე ვთქვათ, ინფრასტრუქტურის მხრივ, ბავშვების რაოდენობით, ბუმი უნდა იყოს და ძალიან დიდი ნაბიჯებით უნდა ვიყოთ წინ წასულები, მაგრამ ამის ნაცვლად რეგრესს აქვს ადგილი იმიტომ, რომ არასათანადო მოტივაცია არის შექმნილი. აი, ამის გასაღების პოვნა არის საჭირო. ანუ უნდა გამოსწორდეს მენეჯმენტის, მართვის საკითხი. ქართული რაგბის მომავალი, მომავალ თაობაზე, ბავშვებზეა დამოკიდებული, მასობრივი უნდა იყოს ჩართულობა, ძალიან ბევრი ბავშვი უნდა თამაშობდეს და იმისათვის, რომ მიიზიდო ბავშვები, ყველანაირი პირობა უნდა იყოს შექმნილი. დღეს ეს არ ხდება და ამ ფონზე ეს ყველაფერი ყველაზე კარგად იცის ირაკლიმ და ამის თაობაზე უამრავ მორაგბეს აქვს ნაფიქრი და განსჯილი და მე ვფიქრობ, იმისათვის, რომ რაგბი ახალ ეტაპზე ავიდეს და ბევრად უფრო წინ წაიწიოს, მე ვფიქრობ, რომ ირაკლი აბუსერიძე უნდა იყოს რაგბის კავშირის თავმჯდომარე“, აცხადებს ლევან ცაბაძე და აღნიშნავს, რომ ზოგადად სპორტს და მა შემთხვევაში, რაგბის ქვეყნის წარმატებული დესპანის როლის შესრულებაც შეუძლია.

 


„იმისთვის, რომ განვითარდეს კლუბები, ორი გზა არსებობს - სახელმწიფოს დახმარება და კერძო სექტორი. მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენთან ისეთი კანონმდებლობა არ არსებობს, რომელიც სპონსორობას წაახალისებდა და გაუხსნიდა ხელ-ფეხს. ამ მხრივ ბიზნესმენების ინტერესი ნაკლებია, რადგან ისინი ჩვეულებრივ იბეგრებიან მთლიანი მოგების კუთხით თუკი თანხების გაღებას მოისურვებენ სპორტის თუ კულტურის განვითარებისთვის. რაგბი არ არის მარტო სპორტი. წარმატებული სპორტი ქვეყნის წარმატებული დესპანიცაა.

 


„თუნდაც ავიღოთ ლევან გორგაძის, ტოჩინოშინის მაგალითი. ის ცნობადობა, რაც მან საქართველოს მოუტანა, მაგალითად, საელჩოს, დიპლომატიური ურთიერთობებით ალბათ 50 წელიწადი მაინც დასჭირდებოდა, ლევანმა კი თავის წარმატებული ნაბიჯებით ეს მანძილი შეამოკლა. ასე არის მაგალითად რაგბის ახალი ზელანდიის ნაკრების შემთხვევაში. სადაც მიდის ეს ნაკრები, მასზეა მიბმული მთელი თავიანთი ქვეყნის ეკონომიკა - მატყლი, ხორცი, კარაქი... ყველაფერი მიბმულია ამ წარმატებული რაგბის ნაკრებზე და მე მახსოვს, საფრანგეთში რომ ვთამაშობდი, ერთი ზელანდიელი მწვრთნელი, რომელიც ჩემ გუნდში მუშაობდა, ამბობდა, რომ ზელანდიის ნაკრები როდესაც წარმატებულად გამოდისო, ეკონომიკა დაახლოებით 25% იზრდებაო. ამ კუთხით შეიძლება მუშაობა. ასე რომ ჩვენი რაგბის ეროვნულ ნაკრებს დესპანის როლის შესრულება შეუძლია, გნებავთ პოლიტიკური კუთხითაც. გახსოვთ ალბათ 2007 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დროს სარკოზი და მიხეილ სააკაშვილი საათნახევრის განმავლობაში გვერდიგვერდ იჯდნენ, შეიძლებოდა არაერთი საინტერესო თემის გარშემო საუბარი ხომ? სწორედ სარკოზი იყო 2008 წელს პირველი ვინც ჩამოფრინდა ომის დროს. მე ვფიქრობ, რომ წარმატებული სპორტი წარამტებული ქვეყნის საწინდარია“, ამბობს GUARDIAN.GE-ისთან საუბრისას ლევან ცაბაძე და დარწმუნებით აცხადებს, რომ 30 იანვარს დაგეგმილ რაგბის კავშირის არჩევნებში გამარჯვებას ირაკლი აბუსერიძე მოიპოვებს.

 


„ფეისბუქგანცხადებებს აკეთებს ზირაქაშვილი, სუთიაშვილი, გორგოძე... მეტი ვიღამ უნდა თქვას ქართულ რაგბიში, აგერ მეც იგივეს გელაპარაკებით... მე წარმოვადგენ კლუბ „არმიას“, რომლის მთავარი მწვრთნელიც ვარ. ასევე ჩემი დაფუძნებულია სამცხე-ჯავახეთის სარაგბო კლუბი „ტაო“, სადაც ჩემი მეგობრები არიან ახლა და ორივე კლუბის მხარდაჭერა აქვს ირაკლი აბუსერიძეს. მე განცხადებები არ მიკეთებია იმიტომ, რომ ჩემი კლუბი, სადაც მე ახლა ვარ, თავიდან ბოლომდე აბუსერიძის მხარდამჭერია და ასევე „ტაოც“ და აქედან გამომდინარე ჩემი პოზიციაც რა თქმა უნდა ნათელი იყო, მაგრამ საკითხს ასე აყენებენ, რომ დაძაბული პოლიტიკური სიტუაციია ქვეყანაში და ცდილობენ საკითხის პოლიტიზებას, არ მინდა რომ ჩირქი მოეცხოს უშუალოდ ირაკლის. ყველა ცნობილი მოქმედი თუ არამოქმედი მორაგბე, თუ ვინმეს რამე აქვს გაკეთებული თანამედროვე რაგბის განვითარებაში, ყველა ამ ადამიანს უჭერს მხარს. თან ხაზგასმით მინდა ვთქვა, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნებოდა პრეზიდენტი ამ თაობიდან, რადგან აქ სკამისთვის კი არ მიდის ბრძოლა, აქ მიდის ბრძოლა იდეისთვის და იმ ტოტის გადარჩენისთვის, რომელ ტოტზეც ჩვენ ყველანი ვართ დამოკიდებული. ბრძოლა მიდის სამოყვარულო რაგბის - ჩვენი უფროის თაობის წარმომადგენლებსა და ჩვენს - პროფესიონალებს შორის. აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად ვუჭერთ მხარს ირაკლი აბუსერიძეს და ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ პროფესიონალიზმი გაიმარჯვებს“, განუცხადა GUARDIAN.GE-ის ლევან ცაბაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი