სენაკის სამხედრო ბაზა სკოლის მოსწავლეებმა დაათვალიერეს
24-01-2020, 14:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სენაკში, მე-2 ქვეითი ბრიგადის სამხედრო ბაზას სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შორაპნის ზაზა ფერაძის სახელობის საჯარო სკოლის X-XI-XII კლასის მოსწავლეებმა სამხედრო ქვედანაყოფში ერთი დღე გაატარეს. მათ სენაკის სამხედრო ბაზის ტექნიკა, აღჭურვილობა, სპორტული კომპლექსი და ახლადგარემონტებული ყაზარმები დაათვალიერეს, ასევე სამშობლოსთვის დაღუპული გმირების ხსოვნას ბაზაზე არსებულ მემორიალთან პატივი მიაგეს.

 

 

საინფორმაციო ვიზიტის ფარგლებში, მე-2 ქვეითი ბრიგადის კაპრალმა ლაშა გოჩელაშვილმა სტუმრებს სამხედრო ნაწილის ისტორია და ჯარისკაცის დღის რეჟიმი გააცნო. მან მოზარდებს წარუდგინა პრეზენტაცია თემაზე - „ნატო-საქართველოს ურთიერთობა და ქართველი ჯარის როლი საერთაშორისო მისიებში“, სადაც ხაზგასმით აღინიშნა ევროკავშირის ეგიდით წარმოებულ მისიებში საქართველოს თავდაცვის ძალების მონაწილეობის მნიშვნელობა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმით წარიმართა. დასასრულს, მე-2 ქვეითი ბრიგადის შტაბის უფროსმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ზაზა მჟავანაძემ ბრიგადის სახელით სკოლის პედაგოგს სასაჩუქრე დაფა გადასცა.

 

 

სამხედრო ბაზაზე მოსწავლეების საინფორმაციო ვიზიტს არასამთავრობო ორგანიზაცია „მშვიდობიანი საქართველოს“, ზესტაფონის საკრებულოსა და სკოლის წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

 

თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფს მოსწავლეები და სტუდენტები ხშირად სტუმრობენ, რაც ქართული ჯარის შესახებ მათი ცნობიერების ამაღლებას ხელს უწყობს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი