22 ადამიანი დაიღუპა და ათასზე მეტი დაშავდა თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მიწისძვრა თურქეთის აღმოსავლეთით, ელაზიღის პროვინციაში მოხდა და მისი სიმძლავრე 6.8 მაგნიტუდას შეადგენდა. ძლიერმა მიწისძვრამ შენობების ნგრევა გამოიწვია.
მიწისქვეშა ბიძგები მეზობელ სირიაში, ლიბანსა და ირანშიც იგრძნობოდა.
მსგავსი სიძლიერის მიწისძვრა თურქეთში ქალაქ იზმიტში 1999 წელს მოხდა, რომელსაც 17 000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.