კორონავირუსით ერთი ადამიანი პეკინშიც გარდაიცვალა, ჩინეთში დაღუპულთა რაოდენობამ 100-ს გადააჭარბა
28-01-2020, 10:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 106 გახდა, ინფიცირებულთა რიცხვი კი 4 515-ს აღწევს. ქვეყანაში ეროვნული ახალი წლის არდადეგები სამი დღით, კვირამდე გახანგრძლივდა იმის მცდელობით, რომ დაავადების გავრცელება შეაჩერონ.

 


ორშაბათს ჩინეთს პრემიერი ლი კეციანი ვუჰანს ეწვია, ჰუბეის პროვინციის დედაქალაქს, სადაც დაავადებამ იფეთქა. ვუჰანი დაკეტილია და რამდენიმე სხვა ქალაქმა სამგზავრო აკრძალვები დააწესა.

 

 

კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ ჩინეთში 4 515-ს მიაღწია და მათგან 300-ზე მეტის მდგომარეობა კრიტიკულია, იტყობინება ჩიენთის სახელმწიფო მედია.

 

 

ორშაბათს, ჩინეთის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ პეკინში კორონავირუსით 50 წლის მამაკაცი გარადაიცვალა, რაც პირველი უბედური შემთხვევაა ქვეყნის დედაქალაქში. 

 


სულ მცირე 42 შემთხვევა დაფიქსირდა საზღვარგარეთ, მათ შორის ტაილანდში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ავსტრალიაში, თუმცა ჩინეთისგან განსხვავებით სხვაგან სიკვდილი არ დაფიქსირებულა.

 


კორონავირუსი მწვავე რესპირატორულ ინფექციას იწვევს და მისი განკურების სპეციფიკური წამალი ან ვაქცინა არ არსებობს. აღნიშნული ვირუსით გარდაცვლილთა უმეტესობა ხანდაზმულები და ისინი არიან, ვისაც რესპირატორული პრობლემები მანამდეც გააჩნდათ.

 


რა ხდება ვუჰანში?

 


11-მილიონიანი ქალაქიდან გამგზავრება მკაცრად არის შეზღუდული და გზებზე ზედმეტი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია. ჰუბეის საზღვართან პროვინიაში შესვლამდე ადამიანებს ტემპერატურას უმოწმებენ. ვუჰანის საავადმყოფოები გადატვირთულია და ვირუსთან ბრძოლაში ნახევარ მილიონზე მეტი მედიცინის მუშაკია ჩართული.

 


ორშაბათს, ჩინეთს პრემიერი ლი მიმდინარე ძალისხმევების ინსპექტირების მიზნით პროვინციაში ჩავიდა და პაციენტებს და სამედიცინო პერსონალს გაესაუბრა, როგორც ეს სამთავრობო განცხადებაშია აღნიშნული.

 


ქალაქში ორი ახალი დროებითი საავადმყოფოს მშენებლობა მიმდინარეობს და ქარხნები ნიღბებისა და დამცავი ტანსაცმლის წარმოებას სწრაფი ტემპებით ზრდიან. ვუჰანის მერმა ჟოუ სიანვანგმა განაცხადა, რომ შემთხვევების რიცხვი გაიზრდება და გააფრთხილა ახალი წლის დღეებთან კავშირში მყოფი დაახლოებით 5 მილიონი მოგზაური დატოვონ ქალაქი, ვიდრე ის დაიკეტება.

 


როგორი მდგომარეობაა ჩინეთში?

 

 

საახალწლო ზეიმები შემცირდა და ოთხმა მთავარმა ქალაქმა - პეკინმა, შანხაიმ, ქსიანმა და ტიანჯინმა დიდ მანძილზე მიმავალი ავტობუსების გადაადგილება აკრძალა. კვირამდე საახალწლო არადადეგების გახანგრძლივება ნიშნავს, რომ სკოლები და ოფიციალური ინსტიტუტები მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში დაკეტილი დარჩება.

 


პეკინმა დიდი კედლის სექცია დაკეტა. გუანგდონის პროვინციაში რამდენიმე ქალაქმა სახის ნიღებების ტარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სავალდებულო გახადა. ჰონგ კონგსა და შანხაიში ორივე დისნეი პარკი დაიკეტა.

 

 

ჰონგ კონგმა, სადაც კორონავირუსის 8 შემთხვევა დადასტურდა, ქალაქის მასშტაბით ფართო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და აქ სკოლები 17 თებერვლამდე იქნება დაკეტილი.

 


ჩინეთის ოფიციალურმა პირებმა გააფრთხილეს მოქალაქეები, რომ ვირუსს შეუძლია გავრცელება მისი ინკუბაციის პერიოდში, რაც დაავადების შეჩერებას უფრო რთულს ხდის.

 


ადამიანებში ინკუბაციის პერიოდი - იმ პერიოდში როცა პირს დაავადება აქვს, მაგრამ სიმპტომები არა - ერთიდან 14 დღემდე შეიძლება გაგრძელდეს, მიაჩნიათ ჩინელ ოფიციალურ პირებს.

 


როგორი მდგომარეობაა მსოფლიოში?

 


მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის და ეროვნული ხელისუფლბების თანახმად, სულ მცირე 42 შემთხვევაა დაფიქსირებული ჩინეთის გარეთ.

 


8 შემთხვევა ტაილანდში
ხუთი: აშშ-სა და ავსტრალიაში
ოთხი: სინგაპურში, ტაივანსა და მალააზიაში
სამი: საფრნაგეთსა და იაპონიაში
ორი: სამხრეთ კორეასა და ვიეტნამში
ერთი: ნეპალსა და კანადაში

 


კორონავირუსით ინფიცირებულთაგან თითქმის ყველა, ახლახან ვუჰანში იმყოფებოდა.

 


საიდან გაჩნდა ვირუსი?

 


მიაჩნიათ, რომ ვირუსი ქალაქ ვუჰანის ჰუანანის ზღვის პროდუქტების ბაზარზე არაკანონიერად მოვაჭრეთა მიერ ველური ბუნების ბინადართა გაყიდული ხორციდან გავრცელდა. ამის შემდეგ ხელისუფლებამ დროებით აკრძალა ჩინეთში ამ კუთხით ვაჭრობა.

 


თავად ვირუსი ახალი, „აქამდე არარსებული, შეუსწავლელი“ კორონავირუსია, რომელიც ჩვეულებრივ ცხოველებს აყენებს ზიანს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი