ელიზაბეთ რუდი: „აშშ ამაყობს, რომ საქართველო ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორია“
27-01-2020, 15:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„აშშ ამაყობს, რომ საქართველო ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორია. ჩვენი ერთგულება საქართველოს მიმართ მომავალშიც გაგრძელდება“, - განაცხადა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა წეროვანში, სამხედრო მოსამსახურეთა ახალი სარეაბილიტაციო ცენტრის გახნის ცერემონილიაზე.

 

 

სიტყვით გამოსვლისას, ამერიკელმა დიპლომატმა აქცენტები აშშ-სა და საქართველოს შორის არსებულ ურთიერთობაზე გააკეთა და განმარტა, რომ  ამერიკა აგრძელებს ქართველ პარტნიორებთან ერთად მხარდამხარ ბრძოლას. 

 

 

ელიზაბეთ რუდმა მსოფლიოს მშვიდობის საქმეში საქართველოს წვლილი აღნიშნა და ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს მადლობა გადაუხადა. „ახალი ცენტრი საქართველოს დაშავებულ მებრძოლთა პროგრამების ახალი დასაწყისია. ეს კომფორტული, თანამედროვე და უსაფრთხო რეაბილიტაციის ცენტრი უზრუნველყოფს, რომ უფრო მეტმა დაშავებულმა მებრძოლმა და მათი ოჯახის წევრებმა მაღალი დონის კომპლექსური ზრუნვა მიიღონ. ჩვენ თავად ვიხილეთ ქართველი ჯარისკაცების სიმამაცე და სანდოობა ბრძოლის ველზე. ეს გახლავთ შთამბეჭდავი მაგალითი საქართველოს ერთგულებისა მშვიდობისა და უსაფრთხოების მიმართ როგორც ქვეყნის შინგით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ჩვენ ვალში ვართ მათ წინაშე, ვინც უდიდესი მსხვერპლი გაიღო და ვალში ვართ ჩვენი დაშავებული მეომრებისა და მათი ოჯახების წინაშე“, - განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა. 

 

 

წეროვანში, რეგიონში სრულიად უპრეცედენტო მნიშვნელობის, საქართველოს ეროვნული გმირის, მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრი გაიხსნა. ცენტრი საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობით აშენდა. ამ ერთობლივი პროექტის მხარდასაჭერად ამერიკის მთავრობამ 4,5 მილიონი დოლარი გამოყო. ახალი ცენტრი უახლესი ტექნოლოგიური მიღწევებისა და თანამედროვე ინფრასტრუქტურის სინთეზია, სადაც დაჭრილი და დაშავებული სამხედროების ფიზიკური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია მოხდება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი