ირაკლი ღარიბაშვილი: „მაქვს ინიციატივა, 27 იანვარი დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა დღედ დაწესდეს“
27-01-2020, 19:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ახალი სოციალური პოლიტიკის ფარგლებში ყველაფერს გავაკეთებთ დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებზე ზრუნვისთვის,“ - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა წეროვანში, სამხედრო მოსამსახურეთა ახალი სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნის ცერემონიალზე. 

 

 

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებზე ზრუნვაა, ახალი სარეაბილიტაციო ცენტრი კი, სამხედრო მოსამსახურეებისადმი თავდაცვის სამინისტროს დამოკიდებულების ერთგვარი სიმბოლოა. როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა,  ცენტრი აღჭურვილი იქნება თანამედროვე ტექნოლოგიებით, სადაც დაჭრილ-დაშავებული სამხედროები და მათი ოჯახები შეძლებენ როგორც რეაბილიტაციას, ისე სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი სპორტული ღონისძიებებისთვის მომზადებას.

 

 

„ჩვენს გმირ სამხედროებს მინდა კიდევ ერთხელ ვუთხრა, რომ აუცილებლად შევასრულებთ ყველა სიტყვას და ყველა დაწყებულ რეფორმას ბოლომდე მივიყვანთ, რათა მათი პირობები გაუმჯობესდეს.  ჩვენ ყოველთვის ვართ და ვიქნებით მადლიერები თქვენი გაწეული ღვაწლისთვის და გმირობისთვის,“ - აღნიშნა თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა. 

 

 

ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა იმ ამერიკელ სამხედრო ექიმებს, რომელთა პროფესიონალიზმმა და თავდადებამ, უფროს ლეიტენანტ ივერი ბუაძეს სიცოცხლე შეუნარჩუნა. „სამწუხაროდ მშვიდობისთვის ბრძოლას ძალიან მძიმე შედეგები მოაქვს. ჩვენ ყოველთვის ქედს ვიხრით ყველა იმ გმირის წინაშე, რომელიც სამშობლოს დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და მსოფლიო მშვიდობისთვის ბრძოლაში დაიღუპა. ამასთანავე, ჩვენ არაერთი გმირი სამხედრო გვყავს, რომლებმაც ყველაზე ძვირფასი, საკუთარი ჯანმრთელობის ფასად დაიცვეს ჩვენი ქვეყანა, მისი უსაფრთხოება და მსოფლიო მშვიდობა. თითოეულ ჯარისკაცს მადლობას ვუხდით მადლობას სამშობლოს ერთგულებისთვის. მადლობა ჩვენს ამერიკელ მეგობრებს დახმარებისთვის, თანამშრომლობისთვის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი