განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა სტრასბურგში ქართული კულტურის, ისტორიის, ფოლკლორისა და ეთნოგრაფიის სამტომეული, ინგლისურენოვანი უნიკალური სამეცნიერო ნაშრომი წარადგინა
28-01-2020, 22:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა სტრასბურგში ქართული კულტურის, ისტორიის, ფოლკლორისა და ეთნოგრაფიის სამტომეული, ინგლისურენოვანი უნიკალური სამეცნიერო ნაშრომი „საქართველო. ისტორია. კულტურა. ეთნოგრაფია“ წარადგინა. ღონისძიების ფარგლებში მიხეილ ჩხენკელმა სიტყვით მიმართა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებს, მოწვეულ სტუმრებს და წიგნის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.

 


ქართული დელეგაცია სტრასბურგში სამუშაო ვიზიტით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ხელმძღვანელობით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს თავმჯდომარეობის ფარგლებში იმყოფება.

 

 

მიხეილ ჩხენკელი: „დღეს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება გვქონდა ევროსაბჭოში, სადაც უაღრესად საინტერესო, ფუნდამენტური მნიშვნელობის წიგნის პრეზენტაცია გავმართეთ. ეს გახლავთ ინგლისურენოვანი სამტომეული, რომელიც შეიქმნა ბატონი ანზორ ერქომაიშვილის ხელმძღვანელობით. სულ მალე წიგნის ქართული ვერსიაც გამოვა. სამტომეული ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელშეწყობით, ფონდ „ქართუს“ დაფინანსებითა და ამერიკული საგამომცემლო კომპანია “NOVA SCIENCE”-ის მხარდაჭერით გამოიცა. შედეგად, ჩვენ გვაქვს მართლაც უნიკალური წიგნი ქართულ კულტურაზე, რომელიც თვალნათლივ აჩვენებს, რომ საქართველო ევროპის არა მხოლოდ ნაწილია, არამედ ევროპული კულტურისა და ფასეულობების შექმნაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის. ჩვენ ამ წიგნს საჩუქრად გადავცემთ წამყვან ბიბლიოთეკებს და არქივებს. განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკებს, რადგანაც ჩვენი მეგობრები, უცხოელი ახალგაზრდები ხელახლა აღმოაჩენენ საქართველოს, როგორც უმდიდრესი კულტურის მქონე ქვეყანას. სიმბოლურია, რომ პირველი ბიბლიოთეკა, რომელსაც ეს სამტომეული საჩუქრად გადავეცით ევროსაბჭოს ბიბლიოთეკა გახლავთ.“

 


სამტომეულის პრეზენტაციაზე ევროსაბჭოში ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის აკადემიური ანსამბლის „რუსთავის“ შესრულებით ქართული ხალხური, პოლიფონიური სიმღერებიც აჟღერდა.

 


„საქართველო. ისტორია. კულტურა. ეთნოგრაფია“ - უნიკალური ინგლისურენოვანი გამოცემაა, რომელიც წარმოადგენს კვლევას ქართული კულტურული მემკვიდრეობის შესახებ. საგულისხმოა, რომ ნაშრომის მესამე ტომი აერთიანებს 1901 წლიდან დღემდე ჩაწერილი უნიკალური ქართული ხალხური სიმღერების, საგალობლების, საკრავიერი მუსიკისა და ხალხური ცეკვების 2491 ნიმუშს.

 


წიგნის შექმნის იდეა ამერიკული საგამომცემლო სახლის “NOVA SCIENCE”-ის პრეზიდენტს ფრენკ კოლუმბუსსა და მის მეუღლეს, ნადია გოცირიძე-კოლუმბუსს ეკუთვნის.

 


პროექტის განხორციელებას მხარი დაუჭირა ბიძინა ივანიშვილმა. საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ ფინანსურად უზრუნველყო პროექტის მომზადება, რაც გულისხმობდა საძიებო სამუშაოების შესრულებას, ფოტო, ვიზუალური, აუდიო და ვიდეო მასალის აღდგენა-გასუფთავებას, ორიგინალური მასალების დამზადებას, ნაშრომების შექმნას, რედაქტირებას, ინგლისურ ენაზე თარგმნასა და სხვა.

 


სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ ჩხენკელმა ასევე მონაწილეობა მიიღო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, სადაც საქართველოს პრეზიდენტი, როგორც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყნის სახელმწიფოს მეთაური, სიტყვით გამოვიდა. მინისტრი ქართული დელეგაციის წევრებთან ერთად ევროპის საბჭოს უმაღლესი თანამდებობის პირებსაც შეხვდა.

 


სტრასბურგში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ქართულმა დელეგაციამ ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაშიც მიიღო მონაწილეობა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი