საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის სამხედრო წარმომადგენელმა „არმიჰოლში“ თავდაცვის ძალების უფროს ოფიცერთა შემადგენლობისთვის ლექცია წაიკითხა თემაზე - „ნატოს როლი გლობალური მშვიდობის პროცესში“.
პოლკოვნიკმა გინტარას ბაგდონასმა ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის საკარიერო კურსის მსმენელებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ძირითადი ამოცანები, პრინციპები და გადაწყვეტილებებს მიღების პროცესი გააცნო. ყურადღება გამახვილდა ნატოს სტრუქტურაზე, სამხედრო ოპერაციებსა და მისიებზე. ლექციის თემები ასევე მოიცავდა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის საკითხებსა და ნატოს ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო მისიებში საქართველოს კონტრიბუციას. პრეზენტაცია ინტერაქტიულ რეჟიმში გაგრძელდა. პოლკოვნიკმა გინტარას ბაგდონასმა ქართველი ოფიცრების შეკითხვებსაც უპასუხა.
სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის საკარიერო კურსზე ლექციებს როგორც ქართველი, ასევე მოწვეული უცხოელი სპიკერები კითხულობენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.