ლევან დავითაშვილმა სამინისტროს 2019 წლის საქმიანობა შეაჯამა
31-01-2020, 17:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოს პრემიერ მინისტრს, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, დარგობრივი ასოციაციებისა და მედიის წარმომადგენლებს სამინისტროს 2019 წლის საქმიანობის შედეგები გააცნო.

 

 

"ჩვენი სამინისტრო ორი უმნიშვნელოვანესი მიმართულების - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის განვითარების - სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაზე და ამ პოლიტიკის ეფექტიან განხორციელებაზე მუშაობს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ორივე მიმართულებით ხელშესახები წინსვლა გვაქვს, მიუხედავად რთული მემკვიდრეობისა და არაერთი გაუთვალისწინებელი გამოწვევისა", - განაცხადა მინისტრმა.

 

 

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, აგრარულ დარგში სწორი სახელმწიფო პოლიტიკის შედეგად, გაზრდილია ქართული პროდუქციის წარმოება.

 

 

"ჩვენ დახლებზე ყოველდღიურად სულ უფრო მეტი ახალი ქართული ბრენდირებული პროდუქტი ჩნდება, რაც იმპორტის ჩანაცვლების შეუქცევადი პროცესის მაჩვენებელია. საქართველო, ტრადიციულად, აგროსასურსათო წარმოებით გამორჩეული ქვეყანა იყო. ჩვენ ამ სტატუსს ეტაპობრივად ვიბრუნებთ. მიუხედავად მზარდი მოხმარებისა, რაც ტურისტული ნაკადის ზრდითაც არის განპირობებული, აგროსასურსათო პროდუქტის სავაჭრო დეფიციტი ყოველწლიურად სულ უფრო მცირდება. მცირდება იმპორტსა დაექსპორტს შორის სხვაობა, 900 მილიონიდან ეს დეფიციტი 350 მილიონ დოლარამდე შემცირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ შევძელით წარმოების მნიშვნელოვნად გაზრდა", - განაცხადა მინისტრმა.

 

 

ლევან დავითაშვილმა გარემოსდაცვითი მიმართულებით სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობა მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯად შეაფასა და აღნიშნა, რომ სულ ცოტა ხანში დასრულდება ძირითადი საკანონმდებლო ბაზების შემუშავების ეტაპი. გარემოსდაცვითი კანონმდებლობა თანხვედრაში იქნება ევროპულ კანონმდებლობასთან.

 

 

"ჩვენ, მდგრადი განვითარების პრინციპებით, შევძლებთ ეკონომიკის განვითარებას გარემოს დაზიანების მინიმუმამდე შემცირებით. დღეისათვის, გაფართოებული ვალდებულებების პირობებში, მწარმოებლებს გარემოზე ზიანის შემცირების მიმართულებით მეტი პასუხისმგებლობა უკვე აქვთ. წარმოებაში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა, ადეკვატური მაკონტროლებელი სისტემა და მწარმოებელთა პასუხიმგებლობის მუდმივი ზრდა - ეს არის სახელმწიფო პოლიტიკა, რაც გარემოს დაცვის გარანტია უნდა გახდეს", - განაცხადა ლევა დავითაშვილმა.

 

 

შემაჯამებელი ღონისძიების დასასრულს, მინისტრმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებებით 2020 წლისთვის განსაზღვრულ პრიორიტეტულ საკითხებზე ისაუბრა.

 

 

ღონისძიებაზე ნაჩვენები იყო ვიდეორგოლი, რომელშიც, თავმოყრილი იყო კადრები სახელმწიფოს ხელშეწყობით შექმნილი საწარმოებიდან, მელიორაციის განახლებული ინფრასტრუქტურული ობიექტებიდან, საერთაშორისო სტანდარტების ლაბორატორიებიდან, საკვლევ-სადემონსტრაციო ბაზებიდან.

 

კომენტარები: 1
#1   agree with
      
This is just the information I am finding everywhere. Thanks for your blog, I just subscribe your blog. This is a nice blog.. agree with
31 იანვარი 2020 10:12
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი