ლევან დავითაშვილი: „საქართველოს აგრარული სექტორის განვითარებისთვის აშშ-თან და ისრაელთან მჭიდრო თანამშრომლობას ვაგრძელებთ“
31-01-2020, 17:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და ისრაელის სახელმწიფო განვითარების საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (MASHAV) შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

 

 

მემორანდუმს ხელი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის მოადგილემ, ბონი გლიკმა და ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, რან გიდორმა მოაწერეს.

 

 

მემორანდუმი საქართველოს, ამერიკასა და ისრაელს შორის გლობალური პარტნიორობის გაძლიერებას ითვალისწინებს. მემორანდუმის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები და თანამშრომლობა საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგში შემოსავლების ზრდას, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებას და, შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს.

 

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მადლობა გადაუხადა აშშ-სა და ისრაელს ხანგრძლივი, პარტნიორული თანამშრომლობისთვის და აღნიშნა, რომ მემორანდუმი საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებაში დაეხმარება.

 

 

 „აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის მოადგილე, ბონი გლიკი არის ყველაზე მაღალი რანგის სტუმარი, რომელიც 2008 წლის შემდგომ იმყოფება საქართველოში. მისი ვიზიტი ადასტურებს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოს პოლიტიკის მიმართ. სოფლის მეურნეობის მიმართულებით ჩვენ გვაკავშირებს მჭიდრო, მრავალწლიანი თანამშრომლობა როგორც აშშ-თან, ისე ისრაელის სახელმწიფოსთან. დღეს გაფორმებული მემორანდუმი მნიშვნელოვანი წინაპირობაა იმისა, რომ ამერიკელი და ებრაელი ექსპერტები ცოდნასა და გამოცდილებას გაგვიზიარებენ აგრარულ სფეროში“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 

 

„სამმხრივი პარტნიორობის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სოფლის მეურნეობასა და ტურიზმს. ეს ორი სფერო არის საქართველოს ეკონომიკისთვის გადამწყვეტი. ჩვენ ვგეგმავთ, რომ ავიღოთ ჩვენი და ისრაელის ინოვაციები და მოვძებნოთ საქართველოსთვის მათ გაზიარების გზები. ამის მიზანია საქართველოში სასოფლო-სამეურნეო  წარმოების გაზრდა და ასევე, სასოფლო-სამეურნეო ჩართულობის გაძლიერება გლობალურ ეკონომიკაში“, - განაცხადა ბონი გლიკმა.

 

 

„27 წლის განმავლობაში დავატრენინგეთ 1500-ზე მეტი ქართველი სხვადასხვა თემაზე. დღევანდელი ურთიერთგაგების მემორანდუმი ამ სამმხრივი თანამშრომლობის გასაღრმავებლად შეიქმნა, რომელიც საქართველოს, ამერიკასა და ისრაელს შორის გაფორმდა, რათა ამ ყველაფერს მიეცეს მუდმივი სახე. ჩვენი მიზანია, სამმხრივი თანამშრომლობა გავაფართოვოთ და გასცდეს სოფლის მეურნოების სფეროს, მოვიცვათ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ყველა სფერო", - განაცხადა რან გიდორმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი