თბილისში, „დინამო არენაზე“ გამართული შეხვედრისას საქართველოს რაგბის ეროვნულმა ნაკრებმა რუმინეთის ნაკრები 41:13 დაამარცხა.
Georgian Rugby-ის ფოტოები
თამაშის პირველი ნახევარი ქართველების გამარჯვებით, მაგრამ ანგარიშის მინიმალური სხვაობით დასრულდა, თუმცა მატჩის მეორე ნახევარში „ბორჯღალოსნებმა“ შესანიშნავი და შემტევი თამაში აჩვენეს, არაერთი ლელო გაიტანეს და რუმინელების ნაკრები დიდი უპირატესობით, 41:13 დაამარცხეს.
დღემდე „ანთიმოზ ივერიელის“ თასი „ბორჯღალოსნებმა“ 12-ჯერ, ხოლო რუმინელებმა 6-ჯერ მოიგეს. 2011 წლიდან დღემდე, საქართველოს ნაკრები „ანთიმოზ ივერიელის სახელობის თასს“ რვაჯერ დაეუფლა, რუმინეთი კი ერთხელ.
„ბორჯღალოსნებს“ რუმინელებთან საშინაო მატჩი 2003 წლის შემდეგ არ წაუგიათ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.