კორონავირუსით დაღუპვის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა ჩინეთის გარეთ - ვირუსით უკვე 300 ადამიანია გარდაცვლილი, აბსოლუტური უმრავლესობა ჰუბეის პროვინციიდან
02-02-2020, 09:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კორონავირუსით ერთი ადამიანი ფილიპინებში გარდაიცვალა, რაც აღნიშნული ვირუსით დაავადებულის დაღუპვის პირველი შემთხვევაა ჩინეთის გარეთ. გარდაცვლილია 44 წლის ჩინელი მამაკაცი ვუხანიდან, ჰუბეის პროვინციიდან, სადაც ვირუსი პირველად გამოვლინდა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განცხადებით, იგი როგორც ჩანს ინფიცირებული იყო უკვე, როცა ფილიპინებში ჩავიდა.

 


ამ დროისთვის (2 თებერვალი, 2020) კორონავირუსის აფეთქების შედეგად 300 ადამიანია გარდაცვლილი, უმეტესობა ჰუბეის პროვინციიდან, მსოფლიოს მასშტაბით კი, ინფიცირებულთა რაოდენობა 14000-ს შეადგენს, საიდანაც აბსოლუტური უმრავლესობა ჩინეთის ჰუბეის პროვინიციაში მცხოვრებია.

 

 

ფილიპინების ჯანდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, მამაკაცს ქვეყნის დედაქალაქ მანილას საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ მწვავე პნევმონია განუვითარდა. იგი ვუხანიდან ფილიპინებზე ჰონგ-კონგის გავლით 38 წლის ჩინელ ქალთან ერთად ჩავიდა. გასულ კვირას ქალისთვის ჩატარებულმა ტესტმა პოზიტიური შედეგი აჩვენა.

 


მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენელმა ფილიპინებში, რაბინდრა აბეიასინგემ დაჟინებით მოუწოდა მოქალაქეებს სიმშვიდის შენარჩუნებისაკენ: „ეს არის პირველი აღრიცხული სიკვდილი ჩინეთს გარეთ. მიუხედავად ამისა, ჩვენ უნდა მხედველობაში მივიღოთ, რომ ეს არ არის ადგილზე შეძენილი შემთხვევა. ეს პაციენტი აფეთქების ეპიცენტრიდან ჩამოვიდა“.

 


როგორც BBC ადგილობრივ გამოცემა Rappler-ზე დაყრდნობით იუწყება, ჯანდაცვის მინისტრმა ფრანჩესკო დუქუე III-მ განაცხადა, რომ პაციენტი „სტაბილურად იყო და გაუმჯობესების ნიშნები აღენიშნებოდა“, მაგრამ მდგომარეობა ბოლო 24 საათის განმავლობაში გაუარესდა. მისი თქმით, მამაკაცის კრემაცია მოხდება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი