მრავალეროვნული სწავლების „Noble Partner-2020“ მთავარი დაგეგმვის კონფერენცია ოფიციალურად გაიხსნა
03-02-2020, 19:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

2020 წელს საქართველო მრავალეროვნულ საერთაშორისო სწავლებას „ღირსეული პარტნიორი“ (Noble Partner) მეხუთედ უმასპინძლებს. თბილისში მთავარი დაგეგმვის კონფერენცია დღეს ოფიციალურად გაიხსნა. კონფერენციის მიზანი სწავლების ჩატარებისთვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვაა.

 

 

საერთაშორისო სწავლება „ღირსეული პარტნიორი“ მიმდინარე წლის სექტემბერში ვაზიანის პოლიგონზე გაიმართება. სწავლება, რომელიც საველე და საშტაბო კომპონენტისგან შედგება, ასევე მოიცავს კიბერუსაფრთხოებას, საინფორმაციო ოპერაციებს და ელექტრონული ბრძოლის საწინააღმდეგო ელემენტებს.

 

 

„ღირსეული პარტნიორი 2020“-ის მთავარი გზავნილია „ძალა პარტნიორობაშია“. მრავალეროვნული სწავლების მიზანია: საქართველოს, აშშ-სა და პარტნიორ ქვეყნებს შორის მზადყოფნის დონისა და ურთიერთთავსებადობის გაუმჯობესება, ასევე, შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი