თბილისის მედიათეკებსა და ბიბლიოთეკებში ხვალ წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნება
04-02-2020, 16:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერია და თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანება 5 თებერვალს წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს აღნიშნავენ. დედაქალაქის მედიათეკებსა და ბიბლიოთეკებში, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციასთან პარტნიორობით, დაგეგმილია მხატვრული ნაწარმოებების საჯაროდ კითხვა, ლიტერატურის შესახებ საუბრები და სხვადასხვა თემატური ღონისძიებები. 

 

 

12:00 საათზე, ვაკის მედიათეკაში, თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის ოფიციალურ გახსნას დაესწრება. მთავარი ღონისძიება მიხეილ ჯავახიშვილის დაბადებიდან 140 წლის იუბილეს ეძღვნება. სწორედ მის შემოქმედებაზე ისაუბრებენ როსტომ ჩხეიძე, ზვიად კვარაცხელია, ნათია ფურცელაძე და გიორგი ლობჟანიძე, რომლებიც საჯაროდ წაიკითხავენ მონაკვეთებს მწერლის ჩანაწერების წიგნიდან - „უბის წიგნაკებიდან“. 

 

 

ამავე დღეს, თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების ფილიალებში ასევე სხვა ღონისძიებებია დაგეგმილი, რომლებზეც დასწრება თავისუფალია: 

მირზა გელოვანის სახელობის ბიბლიოთეკას (ვაჟა-ფშაველას N99), 14:00 საათზე მწერალი, დრამატურგი და მთარგმნელი დავით გაბუნია ეწვევა. სტუმარი წაიკითხავს ნაწყვეტებს ჯ. კ. როულინგის ჰარი პოტერის სერიებიდან და ისაუბრებს თემაზე "ჰარი პოტერი და გენდერული თანასწორობა".

 

 

N7 ბიბლიოთეკაში (გრიგოლ რობაქიძის გამზირი, VI კვარტალი, N23 კორპუსი), 14:30 საათიდან,  მწერალი გივი ჩიღვინაძე ბაღის აღსაზრდელებსა და დაწყებითი კლასების მოსწავლეებს საკუთარ საბავშვო ნაწარმოებებს წაუკითხავს. 

 

 

N17 ბიბლიოთეკაში (ნუცუბიძის  პლატო, V მ/რ, N1 კორპუსი), 15:00 საათიდან, მწერალი, ევროპის ლიტერატურული პრიზის ლაურეატი ბექა ადამაშვილი წარმოადგენს ვიზუალურ პრეზენტაციას ამბის თხრობის შესახებ, ისაუბრებს მოყოლის ხელოვნებაზე და ჩაატარებს ლიტერატურულ ინტელექტუალურ თამაშს.

 

 

N13 ბიბლიოთეკაში (გლდანი, VI მ/რ, N5 კორპუსი), 15:00 საათიდან წარმოდგენილი იქნება მწერალი ერეკლე დეისაძე, რომელიც მსმენელს თანამედროვე ქართულ პოეზიას წაუკითხავს.

 

 

ვარკეთილის მედიათეკა (ვიქტორ კუპრაძის N2), 16:00 საათიდან უმასპინძლებს მწერალსა და დრამატურგს - ბასა ჯანიკაშვილს, რომელიც წაიკითხავს ნაწყვეტებს პოლიკარპე კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერიდან“ და ამავე ნაწარმოების მაგალითზე განიხილავს ლიტერატურული ტექსტის შექმნის ხელოვნებასა და მეთოდებს.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი