სამგზავრო თვითმფრინავი თურქეთის ქალაქ სტამბოლში დაფრენისას ასაფრენ-დასაფრენ ბილიკს ასცდა და სამ ნაწილად გადატყდა, შედეგად გარდაიცვალა ერთი და დაზიანება მიიღო 157-მა ადამიანმა, მათ შორის ორმა, თურქმა და სამხრეთ კორეელმა მფრინავმა, სერიოზული, იტყობინება მედია.
იზმირიდან სტამბოლის საბიჰა გოქჩენის აეროპორტისკენ მიმავალ „პეგასუსის“ ავიალაიანერზე 171 მგზავრი, მათ შორის 20 უცხო ქვეყნის მოქალაქე და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა.
თურქეთის ტრანსპორტის მინისტრმა, მეჰმეტ ჩაჰით თურჰანმა განაცხადა, რომ „ბოინგ 737“-მა ტლანქი დაშვების შემდეგ სვლის შენელება ვერ მოახერხა. შემთხვევის შემდეგ აეროპორტი დაიკეტა და ფრენების მიმართულება შეიცვალა.
თურქული მედიის ცნობით, თვითმფრინავს დაშვება თავსხმა წვიმისა და თანმხლები ძლიერი ქარის დროს მოუხდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.