16 წლის ბიჭთან მიმოწერის გამჟღავნების გამო 42 წლის შოტლანდიის ფინანსთა მინისტრმა თანამდებობა დატოვა
06-02-2020, 17:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შოტლანდიის ფინანსთა მინისტრმა დერექ მაქქეიმ სოციალურ მედიაში 16 წლის ბიჭთან მიმოწერის გამჟღავნების გამო თანამდებობა დატოვა - რამდენიმე საათით ადრე ვიდრე ის ბიუჯეტს წარადგენდა.  

 

 

„The Scottish Sun“ -ის თანახმად, დერექ მაქქეი ბიჭს 6 თვის განმავლობაში ეკონტაქტებოდა და ეუბნებოდა, რომ ის „საყვარელი“ იყო. მაქქეიმ განაცხადა, რომ იგი „სულელურად იქცეოდა“. მან თავის ქმედებებზე სრული პასუხისმგებლობა აიღო და „გულწრფელი ბოდიში“ მოუხადა ბიჭს და მის ოჯახს.

 

 

შოტლანდიის პირველმა მინისტრმა, ნიკოლა სტერჯეონმა განაცხადა, რომ მან დააკმაყოფილა მაქქეის გადადგომის განაცხადება და დაამატა: „დერექმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენს მთავრობაში, მიუხედავად ამისა, ის აცნობიერებს, რომ მისი ქცევა არ შეესაბამება სათანადო სტანდარტებს“.

 

 

შოტლანდიის „კონსერვატორების“ ლიდერმა ჯექსონ კარლომ მოუწოდა მაქქეის, რომ ფინანსთა მინისტრის პოსტიდან წასვლასთან ერთად შოტლანდიის პარლამენტიც დატოვოს.   

 

 

შოტლანდიური გაზეთის თანახმად, 42 წლის პოლიტიკოსი 16 წლის ბიჭს პირველად გასული წლის აგვისტოში დაეკონტაქტა და დაახლოებით 270 შეტყობინება გაუგზავნა „ინსტაგრამსა“ და „ფეისბუქზე“. გამოცემამ შეტყობინებების შინაარსი გამოაქვეყნა და ყველაზე ბოლო ტექსტი მიმდინარე კვირის დასაწყისში იყო გაგზავნილი, სადაც ნათქვამი იყო, რომ „შოტლანდიის ნაციონალური პარტია“ მას სადილზე და რაგბის ღონისძიებაზე დასასწრებად პატიჟებდა.  

 

 

გაზეთის ცნობით, მაქქეი ბიჭს ქრისტეშობის დღეს რამდენჯერმე დაუკავშირდა და უთხრა მას, რომ „ახალი შეჭრილი თმით კარგად გამოიყურებოდა“. ერთ-ერთ ტექსტში კი მან მოზარდს „საყვარელი“ უწოდა. ბიჭმა დაუდასტურა მას, რომ 16 წლის იყო და უთხრა მაქქეის, რომ „არაფერი ეცადა“.

 

 

16 წლის ბიჭმა თქვა: „როცა მან ჩემი თმის შეჭრაზე მკითხა და თქვა, რომ მე საყვარელი ვიყავი, შურაცხყოფილად ვიგრძენი თავი. მანამდე მას არასდროს უთქვამს კომპლიმენტი თუ როგორ გამოვიყურებოდი. თუკი მის მოწერილს ღიმილის სიმბოლო ექნებოდა თანდართული, ეს სხვა რამ იქნებოდა, მაგრამ ის სერიოზული ჩანდა. ამან გადამაწყვეტინა ეს დედაჩემისთვის მეთქვა, მაგრამ ვნერვიულობდი მისთვის ამის თქმას, რადგან არ მინდოდა მისი იმედგაწბილება, რადგან იგი მაფრთხილებდა მე სოციალური მედიის სახიფათოობაზე, თუმცა მე მაინც ვიყენებდი მას“.

 

 

„შემდეგ, როცა მან მითხრა, რომ მე საყავრელი ვიყავი, ვიფიქრე, ეს კიდევ უფრო უარესია, ეს მიუღებელი იყო. ეს მეტისმეტად უცნაური იყო ჩემთვის“.

 

 

მოზარდმა თქვა, რომიგი უაღრესად შეწუხდა, როცა ფინანსთა მინისტრმა მას ჰკითხა იყო თუ არა მათი საუბარი კერძო. „მან მკითხა, საუბარი მხოლოდ მათ შორის თუ მიმდინარეობდა. ჩანდა, რომ მას არ უნდოდა ვინმესთვის მეთქვა ამის შესახებ. მას არ უნდოდა ეს ვინმეს გაეგო. ამან მაფიქრებინა, რომ იგი უდავოდ რაღაცას ცდილობდა“.  

 

 

„როცა მან მკითხა, იყო თუ არა მიმოწერა მხოლოდ მათ შორის, ეს ძალზე უცნაურ ქცევად მომეჩვენა. როცა მე არ ვუპასუხე, წესით უნდა მიმხვდარიყო, რომ მე არ მომწონდა ეს. მან თქვა, რომ იმედოვნებდა, რომ მას შეუარცხყოფა არ მოუყენებია ჩემთვის და ეს იმის მსგავსად აღიქმებოდა, რომ იგი ცდილობდა ამის უკან წაღებას. მე გახარებული ვიყავი, როცა ბოლოს და ბოლოს მან მკითხა რა ასაკის ვიყავი, ასე რომ მან უკვე იცოდა, რომ მე 16 წლის ვარ. ვფიქრობ, ეს მინიშნება საკმარისი უნდა აღმოჩენილიყო იმისთვის, რომ გამცლოდა, თუმცა ამის მიუხედავად ისევ ვიღებდი შეტყობინებებს. გადავწყვიტე რომ გარკვეული დროით იგნორირება გამეკეთებინა და არ მეპასუხა“, თქვა მოზრდმა.

 

 

მაქქეიმ, რომელიც ფართოდ იყო მიჩნეული შოტლანდიის მომავალ პირველ მინისტრად, 2013 წელს აღიარა, რომ ჰომოსექსუალი იყო და თავის ცოლს დაშორდა.

 

 

მისი გადადგომის შესახებ მის მიერ შოტლანდიის მთავრობისთვის მომავალი წლის ბიუჯეტის ხარჯვითი გეგმების წარდგენამდე სულ რამდენიმე საათით ადრე გახდა ცნობილი. მაქქეი 43 მილიარდი ფუნტი სტერლინგის ბიუჯეტის ბოლო დეტალებზე მუშაობას ასრულებდა, როცა „შოტლანდიური სანი“ დაეკონტაქტა ოთხშაბათ საღამოს, ვიდრე გაზეთი 23:20 საათზე სტატიას გამოაქვეყნებდა.

 

 

ბიუჯეტს ახლა მთავრობის და პარლამენტის წინაშე საჯარო ფინანსთა მინისტრი ქეით ფორბსი წარადგენს.

 

 

მომზადებულია GUARDIAN.GE-ის მიერ

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი