მიხეილ ჩხენკელი: „ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ წარმატებული სპორტული ქვეყნის სტატუსი სწორედ ტოკიოში განვამტკიცოთ!“
08-02-2020, 14:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში აღმასკომის სხდომა გაიმართა, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი დაესწრო. მინისტრმა ქართველი სპორტსმენების ბოლოდროინდელ მიღწევებზე ისაუბრა და ოლიმპიურ კომიტეტსა და სპორტულ ფედერაციებს, ოლიმპიური თამაშებისთვის მზადების პროცესში სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

 

 

მიხეილ ჩხენკელი: „წლევანდელი წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული სპორტისთვის. ეს გახლავთ ოლიმპიური წელი. სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს, რომ საქართველო ღირსეულად წარდგეს ოლიმპიურ თამაშებზე! ბუნებრივია, ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა ჩვენი ქვეყნისა და თითოეული სპორტსმენისთვის დიდი პატივია. თუმცა, მონაწილეობასთან ერთად, მნიშვნელოვანია წარმატებული ასპარეზობა. 2019 წელი, რომელიც განსაკუთრებული გამოდგა ქართული სპორტისთვის, გვაძლევს იმის იმედს, რომ ჩვენი დელეგაცია არაერთი ოლიმპიური მედლით გაგვახარებს. 6 მსოფლიოს ჩემპიონი ოლიმპიურ სახეობებში - ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ერთი მხრივ უდიდესი წარმატება და მეორე მხრივ განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ წარმატებული სპორტული ქვეყნის სტატუსი სწორედ ტოკიოში განვამტკიცოთ!“            

 

 

აღმასკომის სხდომას სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი უძღვებოდა. მან მიხეილ ჩხენკელთან ერთად, ფედერაციების წარმომადგენლებისგან ინფორმაცია  მიიღო სპორტსმენების მზადებისა და ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირებში მათი მონაწილეობის შესახებ. სხდომაზე გამოიკვეთა ის ძირითადი მიმართულებები, სადაც სამინისტროს როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მინისტრმა ოლიმპიურ კომიტეტთან და ფედერაციებთან თანამშრომლობის სრული მზადყოფნა გამოთქვა.

 

 

სხდომაზე ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის ქართველი სპორტსმენების მზადების, ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციის გამოსვლისა და 2025 წელს, ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ბორჯომსა და ბაკურიანში შესაძლო ჩატარებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი