რბილმა ტემპერატურამ შეერთებულ შტატებში სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყო ხელი, საერთო ჯამში კი უმუშევრობის პროცენტული მაჩვენებელი იზრდება
08-02-2020, 16:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამერიკის შეერთებული შტატების სამუშაო ადგილების შექმნა იანვარში დაჩქარდა, რაც სეზონისთვის არადამახასიათებელმა რბილმა ტემპერატურამ განაპირობა. უჩვეულოდ ზომიერმა ზამთარმა, ამინდის მხრივ მგრძნობიარე სექტორებში ადამიანების სამსახურებში აყვანას შეუწყო ხელი. ეს კი, აჩვენებს, რომ ეკონომიკამ შესაძლოა ზომიერად განაგრძოს ზრდა, მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესში კაპიტალდაბანდება მკვეთრად დაეცა.

 


სამუშაო ადგილების ზრდის თაობაზე ანგარიში აშშ-ის შრომის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა, თუმცა მასში ისიცაა ნაჩვენები, რომ 2018 წლის აპრილიდან 2019 წლის მარტის ჩათვლით ეკონომიკამ 514,000-ით ნაკლები სამუშაო ადგილი შექმნა, ვიდრე ამას მოელოდნენ.

 


როგორც ახალი ამბების სააგენტო „როიტერსი“ წერს, 2020 წელს სამუშაო ადგილების მძლავრი ზრდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის წამშველებლის როლს ითამაშებს, რადგან ის 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ვადით კენჭისყრას აპირებს, მაგრამ 2009 წლის შემდეგ, 12 თვის განმავლობაში გამომუშავებული სარგოს ყველაზე დიდმა შემცირებამ აჩვენა, რომ შრომის ბაზარი არ ყოფილა ისეთი ჯანსაღი, როგორც ამას „რესპუბლიკელი“ პრეზიდენტი იკვეხნიდა.

 


არასამეურნეო ანგარიშსწორების უწყისები გასულ თვეს 225,000 სამუშაო ადგილით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ წლის განმავლობაში დასაქმებულთა რაოდენობა ყველაზე მეტად სამშენებლო სექტორში გაიზარდა, რაც სამთავრობო ანგარიშის მიხედვით ნორმალურზე უფრო რბილმა ტემპერატურამ განაპირობა. სამუშაო ადგილების მძლავრ ზრდას ჰქონდა ადგილი ასევე სატრანსპორტო და საბითუმო ინდუსტრიაში, თუმცა იმ ფონზე, როცა კორონავირსუმა ჩინეთის ეკონომიკას დიდი დარტყმა მიაყენა, ამერიკის შეერთებული შტატების ანგარიშსწორების უწყისების ზრდა შესაძლოა შენელდეს მომავალ თვეებში, რადგანაც ამერის ფედერალურმა რეზერვმა პარასკევს, 7 თებერვალს, კორონავირუსი აშშ-ის ეკონომიკის საფრთხედ გამოაცხადა.

 


აშშ-ის ეკონომიკა 2019 წელს 2.3%-ით გაიზარდა და ეს სამ წელიწადში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. 2018 წელს ზრდამ 2.9% შეადგინა, 2020 წელს კი დაახლოებით 2%-იან ზრდას ელოდებიან.

 


ტრამპმა, ჩრდილოეთ კაროლინაში გამგზავრებამდე საუბრისას აღნიშნული ციფრები „ფანტასტიკურად“ გამოაცხადა და დაამატა, რომ „სამუშაო ადგილების ზრდა დიდებულად გაგრძელდება და ჩვენი ქვეყანა განაგრძობს დიდებულად სვლას“.

 

 

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, „დემოკრატმა“ ნენსი პელოსიმ განაცხადა, რომ 12 თვეში ანგარიშსწორების უწყისების მკვეთრი დაცემა „ტრამპის ეკონომიკის გულის ლპობას“ მოასწავებს. მან აღნიშნა, რომ სამი წლის განმავლობაში, ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, ეკონომიკა თვეში საშუალოდ 42,000-ით ნაკლებ სამუშაო ადგილებს ქმნის, ვიდრე პრეზიდენტ ობამას ბოლო სამ წელიწადში.

 


ეკონომისტები აცხადებენ, რომ 2018 წლის აგვისტოდან ამავე წლის დეკემბრის ჩათვლით სამრეწველო სექტორში დასაქმების მნიშვნელოვანმა დაცემამ მიანიშნა, რომ მთავრობა შესაძლოა სრულად ვერ აცნობიერებდეს ტრამპის ჩინეთთან 19-თვიანი სავაჭრო ომის გავლენას ანგარიშსწორების უწყისებზე, რამაც 2009 წლის შემდეგ ყველზე ხანგრძლივი დაცემა გამოიწვია ბიზნესში ინვესტირების თვალსაზრისით.


მომზადებულია „ბიზნესკონტინენტის“ მიერ

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი