საქართველოს თავდაცვის ძალების II ქვეითი ბრიგადის ასეული ავღანეთში, გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში, სამშვიდობო მისიას ოფიციალურად შეუდგა
09-02-2020, 16:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის ძალების II ქვეითი ბრიგადის სწრაფი რეაგირების ნაკრები ასეული „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ოფიციალურად ჩაერთო. უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალი ავღანეთში, ბაზა „მარმალზე“ გაიმართა.

 

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, II ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეულის პირადმა შემადგენლობამ III ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეულისგან უფლებამოსილება ოფიციალურად გადაიბარა და გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში სამშვიდობო მისიას ოფიციალურად შეუდგა. ქართველი მშვიდობისმყოფელები მომავალი 7 თვის განმავლობაში ოპერაციის რაიონის კონტროლისა და სწრაფი რეაგირების ამოცანებს შეასრულებენ.

 


მრავალეროვნული ბატალიონის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ვოლფგანგ შროდერმა III ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებს მისიის მაღალხარისხიანად შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა და “მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის მედლებით დააჯილდოვა. ქართულმა ქვედანაყოფმა სამშვიდობო მისია უდანაკარგოდ და წარმატებით დაასრულა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი