ქართველ მოსწავლეთა ნამუშევარი ტალინში ყველაზე ინოვაციურ გამოგონებად აღიარეს
11-02-2020, 13:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის 175-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების მიერ მეხანძრეებისთვის შექმნილმა „ჭკვიანმა ჩაფხუტმა“ ესტონეთში მოსწავლეთა საერთაშორისო კომპანიების გამოფენა-გაყიდვაზე ყველაზე ინოვაციური გამოგონების ნომინაციაში გაიმარჯვა.

 

 

„ჭკვიანი ჩაფხუტი“ მეხანძრეებს დაკვამლიანებული ტერიტორიიდან უსაფრთხოდ გამოსვლაში ეხმარება - ჩაფხუტი წინაღობას აღიქვამს, მეხანძრეს წინასწარ აფრთხილებს და, შესაბამისად, მათ დაშავება-სიკვდილიანობას ამცირებს.

 

 

მოსწავლეთა საერთაშორისო კომპანიების გამოფენა-გაყიდვა ტალინში 5-11 თებერვალს გაიმართა და მასში ფინეთის, შვედეთის, ინგლისისა და ლატვიის მოსწავლეთა კომპანიებთან ერთად თბილისის 175-ე და ბათუმის მე-16 საჯარო სკოლები მონაწილეობდნენ, სადაც საქართველოს სახელით საკუთარი პროდუქტი წარადგინეს.

 

 

აღსანიშნავია, რომ ქართველი მოსწავლეები უცხოეთში არჩევითი საგანის - მეწარმეობის საფუძვლების ფარგლებში იმყოფებიან, რომელსაც საქართველოს მასშტაბით 251 საჯარო სკოლის 6500-ზე მეტი მოსწავლე სწავლობს. „მოსწავლეთა კომპანიები“ სწორედ სასკოლო არჩევითი საგნის „მეწარმეობის საფუძვლების“ ფარგლებში ყალიბდება. საგნის შესწავლაში სკოლებს ხელს უწყობს Junior Achievement Georgia, აშშ-ს განვითარების სააგენტოს პროექტით „სამეწარმეო განათლების მხარდაჭერა ევროპასა და ევრაზიაში“.

 

 

გარდა იმისა, რომ ორგანიზაცია მოსწავლეებს სასწავლო მასალებით უზრუნველყოფს, ის ზრუნავს პედაგოგთა გადამზადებაზე და კვალიფიკაციის ამაღლებაზე.

 

 

სწორედ მეწარმეობის ფარგლებში „Junior Achievement’’-ის ორგანიზებით, ყოველწლიურად, იმართება შეჯიბრებები. მათ შორისაა ესტონეთის მოსწავლეთა კომპანიების ყოველწლიური საერთაშორისო შეჯიბრი, რომელშიც ევროპის წევრი ქვეყნები მონაწილეობენ. JA Estonia და JA Georgia საქართველო ესტონეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით მხარს უჭერენ მოსწავლეთა საერთაშორისო კონკურსებში ჩამბას. მიმდინარე პროექტის მიზანია საქართველოში „სამეწარმეო განათლების პოპულარიზაცია, მეწარმეობის სწავლების ევროპული მეთოდოლოგიის გაზიარება და საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის ხელშეწყობა“.

 

 

175-ე საჯარო სკოლის მოსწავლეთა კომპანიამ „Helmet vision’’ მეხანძრეთათვის „ჭკვიანი ჩაფხუტი“ შექმნა, ხოლო ბათუმის 16-ე საჯარო სკოლის მოსწავლეთა კომპანიამ "The smell of thread" ხელნაკეთი ნივთები, რომელზეც მოქსოვილია ცხოველთა გამოსახულებები და ეკოლოგიურად სუფთა ბუნებრივი პროდუქტი, სხვადასხვა არომატიზატორით.

Junior Achievement Georgia ამჟამად ორგანიზებას უწევს კონკურსს „საქართველოს საუკეთესო მოსწავლეთა კომპანია“, რომელიც გაიმართება 2020 წლის 29 მარტს, ხოლო გამარჯვებული გუნდი გაემგზავრება პორტუგალიაში ევროპის ჩემპიონატზე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი