ნარკოტიკული თრობის გამომწვევი პრეპარატების უკანონოდ გაყიდვის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა
13-02-2014, 22:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

იმის დასადგენად, გრძელდება თუ არა ავტორიზებულ (ფსიქოტროპულ) აფთიაქებში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების ურეცეპტოდ გაცემა, არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანი, კანონი, თავისუფლების" წევრები სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს, ფარმაცევტული კონტროლის დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს, დავით მაჭარაშვილს შეხვდნენ.

 

 

შეხვედრის მთავარ განსახილველ საკითხს სწორედ ნარკოტიკული თრობის გამომწვევ მედიკამენტების გაყიდვაზე კონტროლის მექანიზმის გამკაცრება წარმოადგენდა. ორგანიზაციის წევრები, "სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს" მუშაობის ეფექტურობით დაინტერესდნენ, კერძოდ თუ რა მდგომარეობაა ავტორიზებული (ფსიქოტროპული) აფთიაქების კონტროლის მხრივ.

 


კანონში შეტანილი ცვლილებების შემდეგ, რომელიც გულისხმობდა მინისტრის ბრძანება N 22ნ–ში ცვლილებების განხორციელებას, კერძოდ ექვსი ნივითიერება დაემატა 22 იანვრით გათვალისწინებულ ნუსხას. აღნიშნული ნივთიერებები ბრძანების ძალაში შესვლის შემდეგ მოქმედი კანონმდებლობით, არსებული ფარმაცევტული პროდუქციის მეორე ჯგუფიდან გადავიდა პირველ ჯგუფში, რაც გულისხმობს აღნიშნულ მედიკამენტებზე სპეციალური კონტროლის დაწესებას. ახალი რეგულაციით ექვსი საერთაშორისო დასახელების ფსიქოტროპული ნივთიერება: ბაკლოფენი (ბაკლოსანი), გაბაპენტინი (გრიმოდინი), დექსტრომეტროფინი (მაგიტუსი), ზობიკლონი (სომნოლი), ზალეპლონი (ანდანტე), ტრიპიკამინი, აფთიაქებში მხოლოდ სერტიფიცირებული ექიმის დანიშნულების საფუძველზე გაიცემა.

 


დავით მაჭარაშვილის განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ, ნარკოტიკული თრობის გამომწვევი პრეპარატების უკანონოდ გაყიდვის რამდენიმე შემთხვევაა დაფიქსირებული. მისი თქმით, ყველა ეს აფთიაქი კანონის შესაბამისად დაჯარიმდა. სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და აფთიაქების მონიტორინგს სისტემატურად ანხორციელებს. დეპარტამენტი აქტიურად განაგრძობს მუშაობას რიგ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც გაცილებით გაადვილებს იმ მედიკამენტებზე კონტროლს, რომელთა დიდი რაოდენობით, არათერაპიული დოზით მიღების საფუძველზე მიიღწევა ნარკოტიკული თრობა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი