ლევან დავითაშვილი: „კომპანია RMG გარემოსდაცვითი მიმართულებით სამინისტროს მიერ გაცემული ვალდებულებების ძირითადი ნაწილის შესრულებას 2020 წელს დაასრულებს”
12-02-2020, 19:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარესთან, ნინო წილოსანთან და ქვემო ქართლის რეგიონში გარემოს დაბინძურების შემსწავლელ სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად, კაზრეთში, RMG -ის მიერ გარემოსდაცვითი ღონისძიებების შესრულების სამუშაოებს გაეცნო.

 


„კომპანია აქტიურად მუშაობს სახელმწიფოს მიერ დაკისრებული ვალდებულებების შესრულებაზე, მნიშვნელოვანი კრიტიკული წერტილების გამოსწორებაზე. სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ჩაატარა ინსპექტირება. ჩვენი სპეციალისტების მიერ ხორციელდება მუდმივი მონიტორინგი. დღეს ადგილზე ვნახეთ იმ სამუშაოების შედეგები, რომელიც კომპანიაში ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებისთვის ჩატარდა. ვფიქრობთ, რომ კრიტიკული საკითხების ძირითადი ნაწილი 2020 წელს მოგვარდება”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 


ნინო წილოსანის შეფასებით, RMG-ში დღეს არსებული ვითარება სამინისტროს, საპარლამენტო კომისიისა და კომპანიის საუკეთესო ფორმატის თანამშრომლობის შედეგია.

 


„ბოლო 2 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაბინძურების აღმოფხვრის კუთხით, რაც სახელმწიფოსა და კერძო კომპანიას შორის თანაშრომლობის ფორმატში საკითხების გადაჭრის საუკეთესო მაგალითია", - განაცხადა ნინო წილოსანმა.



როგორც საყდრისის კომიტეტის ხელმძღვანელმა, ნინო ბურჭულაძემ აღნიშნა, კომპანიამ რთული სამუშაოების შესრულება შეძლო.



„ბოლო წელიწადნახევარია საყდრისის კომიტეტმა მუხლჩაუხრელად იშრომა საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის ფორმატში. ძალიან რთული პერიოდი გვქონდა, თუმცა ეს შედეგები ნამდვილად ღირდა. ჩვენ ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში ვახორციელებდით და მომავალშიც განვახორციელებთ მუდმივ მონიტორინგს კომპანიის საქმიანობაზე, თვალს ვადევნებთ გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ დადგენილ მიწერილობებზე. კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოების ეფექტიანობის შესახებ დასკვნების გაკეთების საშუალება გაზაფხულზე იქნება შესაძლებელი", - განაცხადა ნინო ბურჭულაძემ.



აღსანიშნავია, რომ სამინისტროს მიერ კომპანიისთვის განსაზღვრული ვალდებულებების ძირითადი საკითხები წყალდაცვით ღონისძიებებს უკავშირდებოდა.

 


RMG-მ, სამინისტროს მიერ დადგენილ ვადებში, მოაწყო სადრენაჟე სისტემები, დაასრულა წყლის გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა, რის შედეგად, მდინარე კაზრეთულას, მაშავერასა და ფოლადაურის დაბინძურების წყარო აღკვეთა. ასევე დაასრულა მტვერდამჭერი სისტემის მოწყობა, რაც კომპანიის საქმიანობიდან გარემოზე მიყენებული ზიანის ერთ-ერთ მნიშვნელოვან დამაბინძურებელს წარმოადგენდა.



„კომპანიამ შეძლო და შეასრულა მასზე დაკისრებული ვალდებულებების დიდი ნაწილი. წლევანდელ წელს დასრულდება გაწმენდითი ნაგებობების მშენებლობა და მდინარეების დაბინძურება სრულად აღმოიფხვრება”, - განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, თორნიკე ლიპარტიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი