ნინო თანდილაშვილი: „ახალი კოდექსი ტყის ეკოსისტემის და მართვის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს“
13-02-2020, 11:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებული საქართველოს ტყის ახალი კოდექსი  პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.

 


მთავარი მომხსენებლის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ნინო თანდილაშვილის განცხადებით, ახალი კოდექსი ტყის ეკოსისტემას და მართვას გააუმჯობესებს.

 


„კანონპროექტი დაამკვიდრებს ტყის ახალი, მდგრადი მართვის სისტემას. დაარეგულირებს ტყის მოვლის, აღდგენის, მართვის, ინვენტარიზაციის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, რაც აქამდე არ რეგულირდებოდა. ახალი კოდექსის თანახმად, 2023 წელს სრულად აიკრძალება სოციალური ჭრების პრაქტიკა. 2023 წლამდე კი, ყველა მუნიციპალიტეტში მოხდება საქმიანი ეზოების შექმნა, რათა ტყის მართვაზე პასუხისმგებელმა ორგანომ თავის თავზე აიღოს სატყეო სამეურნეო ღონისძიებების განხორციელება, როგორც საშეშე მერქნული რესურსის დამზადება, ასევე, მასზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. სოციალურად დაუცველი მოსახელობისთვის მუშავდება გარკვეული მექანიზმები, რათა მათთვის საფასურის გადახდის გარეშე გახდეს რესურსი ხელმისაწვდომი. გარდა ამისა, ახალი კოდექსი ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას შეუწყობს ხელს და ამ პროცესში ადგილობრივების დასაქმება პრიორიტეტული საკითხია“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.



მინისტრის მოადგილემ კომიტეტზე გამოსვლისას ევროკომისიის 2019 წლის ანგარიშთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და აღინიშნა, რომ ანგარიშში, ფაქტობრივად, ბოლო წლებში პირველად მოხდა მითითება ტყის კოდექსთან დაკავშირებით და აღინიშნა, რომ მისი მიღება ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ქვეყანამ შეძლოს ტყის მდგრადი მართვის პრინციპების დამკვიდრება.


„ამავე ანგარიშში მითითებულია ქვეყნის სერიოზული პროგრესი ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესრულების ნაწილში. ცხადია ასეთი შეფასება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენ აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პროცესი, სამინისტროში მომზადებულია კიდევ რამოდენიმე მნიშვნელოვანი კანონპროექტი, რომლის წარმოდგენა პარლამენტში უახლოეს მომავალშია დაგეგმილი. ევროკომისიის ანგარიშში მითითება, რომ ტყის კოდექსის განხილვა მიმდინარეობს და მნიშვნელოვანია მისი მოკლე ვადებში მიღება და იმპლემენტაცია, არის ერთ-ერთი ყურადსაღები საკითხი პარლამენტისთვისაც და მთავრობისთვისაც”, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.


კოდექსის, რომლის მიზანია ტყის მდგრადი მართვის სამართლებრივი საფუძვლების შექმნა, ძირითადი ნაწილის ამოქმედება 2021 წლის პირველი იანვრიდან იგეგმება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი