მიხეილ ჩხენკელმა იტალიის ელჩთან ახალი საგანმანათლებლო პროექტები განიხილა
13-02-2020, 12:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ახალ ელჩთან საქართველოში, ენრიკო ვალვოსთან, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა, სადაც მხარეებმა საქართველოსა და იტალიას შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

 

 

მინისტრმა ენრიკო ვალვოს მადლობა გადაუხადა ყველა იმ ერთობლივი პროექტისთვის, რომელსაც იტალიის მხარე განათლების ყველა საფეხურზე ახორციელებს, მათ შორის, სტუდენტებისთვის, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისათვის მრავალფეროვანი გაცვლითი პროგრამების შეთავაზებისათვის.

 

 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის უნიკალურ პროექტს და მისი განვითარების სამომავლო პერსპექტივებს, რომლის დასაარსებლად ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა 1 მილიარდი ევროს ღირებულების ინვესტიცია განახორციელა. როგორც მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, ამ ეტაპზე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი აქტიურად თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან და კვლევით ცენტრებთან და მიესალმება იტალიის წამყვან უნივერსიტეტებთან ერთობლივი პროგრამების განხორციელებას.

 

 

თავის მხრივ, ენრიკო ვალვომ მზადყოფნა გამოხატა, ამ მიმართულებით აქტიურად ითანამშრომლოს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან.

 

 

მიხეილ ჩხენკელმა იტალიის ელჩს იმის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია, რომ უნივერსიტეტის ბაზაზე შეიქმნება ადრონული თერაპიის ცენტრი, სადაც ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობასთან ერთად განხორციელდება თანამედროვე კვლევები სამედიცინო და ბირთვულ ფიზიკაში. მნიშვნელოვანია ისიც, რომ უნივერსიტეტის აკადემიურ და კვლევით პროცესში აქტიურად ჩაერთვება და სამეთვალყურეო საბჭოს წევრი გახდება პროფესორი რობერტო ორეკია (Roberto Orecchia), რომელიც მილანში მდებარე ევროპული ონკოლოგიური ინსტიტუტის სამეცნიერო დირექტორია.

 

 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო კულტურის მიმართულებით საგამოფენო პროექტებსაც, რომლებიც საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობით ხორციელდება. მინისტრის თქმით, ამგვარი პროექტები მომავალშიც გაგრძელდება და მნიშვნელოვანი იქნება საგანმანათლებლო კომპონენტის გაძლიერება, რომელშიც საჯარო სკოლის მოსწავლეები და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებიც ჩაერთვებიან.

 

 

ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციისა და ორი ქვეყნის ახალგაზრდების ურთიერთობების გაღრმავების მიზნით მხარეებმა სპორტის მიმართულებით თანამშრომლობის ახალი პერსპექტივები განიხილეს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი