ჩინეთმა გამოაცხადა, რომ კორონავირუსის აფეთქებიდან მოყოლებული ახალი შემთხვევების კლებას აქვს ადგილი
16-02-2020, 10:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩინეთმა გამოაცხადა, რომ კორონავირუსის აფეთქებიდან მოყოლებული სამ ერთმანეთს მოყოლებულ დღეში ახალი შემთხვევების კლებას აქვს ადგილი.

 

 

კვირას, ხელისუფლებამ 2,900 ახალი შემთხვევისა და მთელი ქვეყნის მასშტაბით დამატებით 142 ადამიანის სიკვდილის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. საერთო ჯამში, ჩინეთში კორონავირუსით 68,000 ადამიანია ინფიცირებული, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 1,665-ს შეადგენს.

 

 

ჩინეთის საზღვრებს გარეთ, თითქმის 30 ქვეყანაში, ამ დროისთვის (16 თებერვალი, 2020)  500-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული. ოთხი ადამიანი გარდაიცვალა - საფრანგეთში, ჰონგ კონგში, ფილიპინებსა და იაპონიაში.

 

 

როგორც BBC იუწყება, ბოლო მონაცემების გამოქვეყნებამდე ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან იმ განაცხადა, რომ ახალი შემთხვევების კლებამ აჩვენა, რომ „მთლიანობაში ეპიდემია კონტროლირებადია“.

 

 

„ჩვენ ისეთ სრულ დაცვასა და კონტროლის ძალისხმევებს მივმართეთ - ძალისხმევებს, რომელიც იმდენად ყოვლისმომცველია, რომ მე ვერ ვხედავ სხვა რომელიმე ქვეყანას, რომელსაც ამის გაკეთება შეუძლია“, განაცხადა მინისტრმა.

 

 

როგორ ვითარდება მოვლენები:

 

 

ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად, ჩინეთის ცენტრალური ბანკი ფულის გამოყენებული ბანკნოტების დეზინფექციას და შენახვას ახდენს, სანამ მას ხელახალ ბრუნვაში გაუშვებს.

 

 

საფრანგეთის ოფიციალურმა პირებმა შაბათს განაცხადეს, რომ საფრანგეთში კორონავირუსით ჩინელი ტურისტი გარდაიცვალა - პირველი ფატალური შემთხვევა აზიის მიღმა.

შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ იაპონიაში თვითმფრინავს აგზავნის, რათა 400 ამერიკელის ევაკუაცია მოახდინოს „Diamond Princess“-ის საკრუიზო გემიდან, რომელიც იაპონიის პორტშია გაჩერებული და რომელზეც კარანტინია გამოცხადებული.

 

 

მეორე საკრუიზო გემზე, რომელიც კამბოჯაშია გაჩერებული, 83 ამერიკელი ქალის ტესტირებამ ვირუსზე პოზიტიური შედეგი აჩვენა.

 

 

დიდ ბრიტანეთში, 9 ადამიანიდან, რომელიც კორონავირუსზე მკურნალობდა, ერთის გარდა ყველა გაწერეს საავადმყოფოდან.

 

 

5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა სინგაპურში და მთლიანობაში ახალი ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ იქ 72 შეადგინა. 18 ადამიანი სრულად გამოჯანმრთელდა და გაიწერა საავადმყოფოდან.

 

 

შაბათს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, თედროს ადანომ ღებრეიესუსმა ჩინეთი კორონოვარისუსის აფეთქებისადმი საპასუხო ზომების მიღებისთვის შეაქო და თქვა, რომ „ჩვენ მხნედ ვართ, რადგან ჩინეთს მიღმა კორონავირუსის მოსახლეობაში ფართოდ გავრცელება-გადაცემას არ აქვს ადგილი“.

 

 

როგორ ართმევს ჩინეთი თავს ახალ ვირუსს?

 

 

ათეულობით მილიონ ჩინელს ჯერ კიდევ მძიმე შეზღუდვები აქვს მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში, რაც მთავრობის ძალისხმევების ნაწილია, შეაჩერონ ვირუსის გავრცელება, რომელსაც ოფიციალურად  „კოვიდ-19“ ეწოდა. ყველაზე მეტად საპასუხო ზომები ჰუბეის პროვინციასა და მის დედაქალაქ ვუხანს ეხება, საიდანაც იფეთქა ვირუსმა. ქალაქი ამ დრომდე იზოლირებულია დანარჩენი ქვეყნისაგან.  

 

 

საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან იმ განაცხადა, რომ ჰუბეის შიგნით ინფექციის გავრცელების კლებასთან ერთად, ახალი შემთხვევების რიცხვი შემცირდა პროვინციის გარეთ 11 ერთმანეთს მიყოლებული დღის განმავლობაში.

 

 

მან თქვა, რომ სწრაფი ზრდაა დაფიქსირებული ინფიცირებულთა გამოჯანმრთელების მხრივ.

 

 

კორონავირუსის შეკავების მიზნით, პეკინმა ბრძანება გამოსცა, რომლის თანახმადაც, ყველა ვინც კი ბრუნდება ქალაქში, 14 დღიანი კარანტინი უნდა გაიაროს.

მაგრამ, როგორც BBC იუწყება, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ჰუბეის პროვინციის საავადმყოფოებში სრულად ვერ შეძლო დამცავი მოწყობილობების - სასუნთქი ნიღბების, დამცავი სათვალეების და დამცავი ტანისამოსის მიწოდება.

 

 

მას შემდეგ, რაც ახალმა ვირუსმა იფეთქა, ჯანდაცვის 6 თანამშრომელი გარდაიცვალა, მათ შორის განგაშის ამტეხი 33 წლის ექიმი ლი ვენლიანძი, რომელიც ცდილობდა პირველი გაფრთხილებების გავრცელებას მომაკვდინებელი კორონავირუსის აფეთქების თაობაზე.

 

მომზადებულია GUARDIAN.GE-ის მიერ

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი