ქართველი კინორეჟისორი და საქართველოს სახალხო არტისტი, გიორგი შენგელაია 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.
გიორგი შენგელაია იყო რუსთაველის პრემიის ლაურეატი. მას ეკუთვნის ფილმები "მიდიოდა მატარებელი", "ალავერდობა", „ფიროსმანი“. მან ასევე გადაიღო "მაცი ხვიტია" და მიუზიკლი "ვერის უბნის მელოდიები", ასევე, სათავგადასავლო ფილმი "ხარება და გოგია".
ნათამაშები აქვს ფილმებში – „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“, „ოთარაანთ ქვრივი“, „ჩვენი ეზო“, „ამბავი ერთი ქალიშვილისა“, „ქვიშანი დარჩებიან“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.