ქართულ მრავალხმიანობასა და ქართულ სუფრას ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია მიენიჭა
19-02-2020, 18:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს - „ქართულ მრავალხმიანობასა“  და „ქართული ტრადიციული სუფრის/პურობის კულტურას (ქართული სუფრა)“  ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა, რაც ხელს შეუწყობს უნიკალური ქართული კულტურისა და ტრადიციების პოპულარიზაციას, მათ შენარჩუნებასა და მომავალი თაობისთვის გადაცემას.

 

 

„ქართული მრავალხმიანობა“, რომელიც 2001 წელს UNESCO-მ კაცობრიობის ზეპირსიტყვიერი და არამატერიალური მემკვიდრეობის შედევრად აღიარა, ქართველი ხალხის ტრადიციული მუსიკალური კულტურისა და ყოფის განუყოფელი ნაწილი იყო. იგი წარმართული ეპოქისთვის დამახასიათებელი სინკრეტული ფორმებით გამოხატავდა თავიდან ქართველური ტომების, შემდეგ კი ქართველი ერის მსოფლშეგრძნებას, სამყაროს ხედვის თავისებურებებსა და წარმოდგენებს.

 

 

ქრისტიანულ ეპოქაში იგი განაგრძობდა სიცოცხლეს როგორც საერო ყოფის, ისე სასულიერო ღვთისმსახურების განუყოფელი ნაწილი და ხალხურ წარმოდგენებთან ერთად ქართველი ერის ქრისტიანულ მსოფლმხედველობას გამოხატავდა.

 

 

მე-19 საუკუნის 80-იანი წლებიდან საზოგადოებრივ ცხოვრებაში მომხდარი ცვლილებები ქართულ ტრადიციულ საერო და სასულიერო მრავალხმიანობაშიც აისახა.

საქართველოს ზოგიერთ სოფელში პირვანდელი სახით შემორჩენილი საერო მრავალხმიანობა, უმეტესწილად სასცენო-საშემსრულებლო სახით არსებობს. თავისი მაღალი მხატვრული ღირებულების გამო ამჟამად მხატვრულ-ესთეტიკურ ფუნქციას ასრულებს და ქართველების ეროვნული იდენტობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს

ქართული მრავალხმიანობა 2008 წელს, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ კონვენციასთან საქართველოს შეერთების შემდეგ, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში შეიტანეს.

 

 

 „ქართულ მრავალხმიანობას“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი  2014 წელს მიენიჭა.

 

 

რაც შეეხება „ქართული ტრადიციული სუფრის/პურობის კულტურას (ქართული სუფრა)“ ის გავრცელებულია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, როგორც ქალაქებში, ისე სოფლებში მცხოვრებ ოჯახებში.  სუფრის კულტურა, რელიგიური და ეროვნული განსხვავების მიუხედავად, ასევე გავრცელებულია საქართველოს ყველა თემში.

 

 

არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის „ქართული ტრადიციული სუფრის/პურობის კულტურას (ქართული სუფრა)“  წარმოშობის თარიღის განსაზღვრა რთულია. 2006 წელს აღმოჩენილი ბრინჯაოს მცირე ზომის ქანდაკება ძველი წელთაღრიცხვის მე-7 საუკუნეს მიეკუთვნება. მინიატურული ზომების მიუხედავად, მამაკაცის ქანდაკება ყანწით ხელში თანამედროვე თამადის ისტორიულ წინაპრად არის მიჩნეული.

 

 

ქართული სუფრის შესახებ მნიშვნელოვან ცნობებს ასევე იძლევა ადრეული, შუა და გვიანი პერიოდის წერილობითი წყაროები, როგორიცაა: „შუშანიკის წამება“, „ვეფხისტყაოსანი“, „ქართლის ცხოვრება“, „ხელმწიფის კარის გარიგება“, „დასტურლამალი“, იესე ბარათაშვილის „ცხოვრება-ანდერძი“, „კალმასობა“. აქვე უნდა აღინიშნოს XV-XIX სს. მოგზაურთა: ამბროზიო კონტარინის, დიონიჯი კარლის, ჟან შარდენის ჩანაწერები და სხვა მასალები.

 

 

„ქართული ტრადიციული სუფრის/პურობის კულტურას (ქართული სუფრა)" არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2017 წელს მიენიჭა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი