ბერნი სანდერსმა პრეზიდენტ პუტინს „ავტოკრატი ბოროტმოქმედი“ უწოდა და გააფრთხილა იგი „შორს დაიჭიროს თავი ამერიკული არჩევნებისაგან“
22-02-2020, 10:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამერიკის შეერთებული შტატების „დემოკრატიული პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა ბერნი სანდერსმა დაგმო რუსეთის ქმედება, მისი კამპანიის დახმარების მცდელობასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ და გააფრთხილა მოსკოვი „შორს დაიჭიროს თავი ამერიკული არჩევნებისაგან“.  

 

 

ბერნი სანდერსის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალურმა პირებმა მას გასულ თვეს რუსეთის მხრიდან მისი კამპანიის დახმარების მცდელობების შესახებ უთხრეს.

 

 

კალიფორნიის ქალაქ ბეიკერსფილდში საუბრისას სანდერსმა თქვა, რომ მკაფიო არ არის თუ როგორ აქვს განზრახული რუსეთს ჩაერიოს არჩევნებში, მაგრამ 78 წლის ვერმონტელმა სენატორმა აღნიშნა, რომ იგი მძლავრად ეწინააღმდეგება ამის ნებისმიერ მცდელობას.  

 

 

მან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი „ავტოკრატ ბოროტმოქმედად“ გამოაცხადა, რომლის მთავრობამაც „ინტერნეტ-პროპაგანდა ჩვენი ქვეყნის დაყოფის საჩვენებლად გამოიყენა“.

 

 

„მოდით, ვიყოთ მკაფიონი, რუსებს ჩვენი დაყოფით უნდათ ძირი გამოუთხარონ ამერიკულ დემოკრატიას. დღევანდელი პრეზიდენტისაგან განსხვავებით, მე მტკიცედ ვდაგავარ მათი ძალისხმევების და ნებისმიერი სხვა უცხო სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელსაც ჩვენს არჩევნებში ჩარევა სურს“, განაცხადა სანდერსმა.

 

 

სანდერსი, „დემოკრატი სოციალისტი“, დემოკრატიული პარტიის“ პრაიმერში საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის მოწინავე პოზიციაზეა და ვარაუდობენ, რომ შესაძლოა სწორედ მან გაიმარჯვოს ამ შეჯიბრში.

 

 

„ფეისბუქმა“ განაცხადა, რომ მათ არ გააჩნია რაიმე სამხილი, რომ სანდერსის კამპანიას რუსეთი ეხმარებოდეს.

 

 

პარასკევს, გაზეთმა „The Washington Post“-მა დაწერა, რომ აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს და ამერიკელ კანონმდებლებს მიაწოდეს ინფორმაცია რუსეთის ძალისხმევებზე, დაეხმარონ სანდერსს.

 

 

ამერიკის სადაზვერვო სამსახურების მაღალი რანგის ოფიციალური პირები ასევე დარწმუნებული არიან, რომ რუსეთი ცდილობს ჩაერიოს აშშ-ის ნოემბრის არჩევნებში პრეზიდენტ ტრამპის სასარგებლოდ.

 

 

13 თებერვალს, კონგრესის სადაზვერვო კომიტეტის წევრებს დახურულ შეხვედრაზე მოხსენება წარუსდგინეს იმის თაობაზე, რომ რუსეთი ტრამპის გაპრეზიდენტებას უწყობს ხელს.

 

 

ტრამპმა, რომელიც პარასკევს ნევადაში საარჩევნო კამპანიისას სიტყვით გამოვიდა, განაცხადა, რომ რუსეთის ჩარევის შესახებ მოხსენება „ჭორია“, რომლის გავრცელებაც „დემოკრატებმა“ წამოიწყეს.

 

 

მომზადებულია GUARDIAN.GE-ის მიერ

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი