„დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, ბერნი სანდერსმა ნევადას პარტიულ არჩევნებში გამარჯვებით პოზიცია განიმტკიცა
23-02-2020, 09:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამერიკის შეერთებული შტატების „დემოკრატიული პარტიის“ ერთ-ერთმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, ბერნი სანდერსმა ნევადას პარტიულ არჩევნებში გამარჯვებით პოზიცია განიმტკიცა და ყველაზე რეალურ კანდიდატად წარმოჩნდა „დემოკრატებიდან“ ვინც აშშ-ის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში „რესპუბლიკელი“ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ იბრძოლებს, თუმცა მას ჯერ კიდევ გრძელი გზა ექნება გასავლელი, სანამ მისი ნომინაციის საბოლოო დამტკიცება მოხდება.

 

 

წინასწარი მონაცემებით, 78 წლის ვერმონტელი სენატორი ნევადას პარტიულ არჩევნებში დამაჯერებლად ლიდერობს. აიოვას და ნიუ ჰამფშირის შტატებისგან განსხვავებით უკეთესი შედეგი აქვს ჯო ბაიდენს, ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს.

 

 

ამ დროისთვის ნევადაში მთლიანი ხმების 22%-ია დათვლილი და ბერნი სანდერსს, მემარცხენე ფრთის სენატორს 47% აქვს მიღებული და 23%-ით უსწრებს ჯო ბაიდენს. დანარჩენი ხმები სხვა კანდიდატებს შორის, მათ შორის ელიზაბეთ უორენსა და პიტ ბუტიჯეჯს შორის არის განაწილებული.

 

 

კანდიდატები, რომლებიც 15%-ზე მეტს მიიღებენ, დელეგატებით დაჯილდოვდებიან, რომლებიც შემდეგ ივლისში პარტიის ყრილობაზე გაემგზავრებიან და მხარს დაუჭერენ თავიანთ „დემოკრატ“ კანდიდატს. შაბათამდე სანდერსს 21 დელეგატი ჰყავდა, ნევადაში გამარჯვება მას კიდევ უფრო გაუზრდის დელეგატთა რაოდენობას, მაგრამ იმისათვის, რომ საბოლოოდ იგი გახდეს „დემოკრატიული პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატი, 1,990 დელეგატი ესაჭიროება.

 

 

შაბათ საღამოს, ტეხასში წარმოთქმულ სიტყვაში, სანდერსმა შეაქო თავისი მხარდამჭერების „სხვადასხვა თაობისა და რასისაგან შემდგარი გაერთიანება“ და თავს დაესხა ტრამპს. „ამერიკელი ხალხი არის გაწამებული და დაღლილი პრეზიდენტით, რომელიც ყოველთვის იტყუება“, თქვა მან. „თვითერზე“ ტრამპმა შეაქო სანდერსი, მაგრამ ამავე დროს მას „გიჟი ბერნი“ უწოდა.

 

 

მომზადებულია GUARDIAN.GE-ის მიერ

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი