ირანის საპარლამენტო არჩევნებში დასავლეთთან დათმობების მოწინააღმდეგე კანდიდატები იმარჯვებენ
23-02-2020, 13:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ირანის საპარლამენტო არჩევნებში დასავლეთთან დათმობების მოწინააღმდეგე კანდიდატები უმრავლესობით იმარჯვებენ და როგორც ჩანს, ისინი შეძლებენ პრეზიდენტის პოსტის ხელში ჩაგდებასაც, მაგრამ ეკონომიკურმა კრიზისმა შესაძლოა აიძულოს ისინი ამერიკის შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებაში ჩაბმაზე, იტყობინება ახალი ამბების სააგენტო „როიტერსი“.

 

 

თეირანმა გამორიცხა ნებისმიერი მოლაპარაკება ვაშინგტონთან, თუკი ეს უკანასკნელი არ მოხსნის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით ხელახლა დაწესებულ უმკაცრეს სანქციებს მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტი ერთპიროვნულად გამოვიდა 2015 წელს ირანთან დადებული საერთაშორისო ბირთვული შეთანხმებიდან და მოითხოვა უფრო ფართო ხასიათის შეთანხმება. მაგრამ, როგორც „როიტერსი“ წერს, მძიმე ეკონომიკური პრობლემებიდან გამომდინარე შექმნილმა მზარდმა უკმაყოფილებამ, რამაც ბევრ ირანელს პარასკევს გამართული საპარლამენტო არჩევნებისგან თავის შორს დაჭერისკენ უბიძგა, შესაძლოა აიძულოს ისლამური რესპუბლიკის სასულიერო ლიდერები კონფრონტაციის ნაცვლად, რომელმაც იანვარში ქვეყანა თითქმის ომამდე მიიყვანა, არჩევანი დიპლომატიის სასარგებლოდ გააკეთონ.

 

 

საკითხში გათვითცნობიერულმა ირანის ზოგიერთმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სულიერ ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის შესაძლოა „ფინჯანი საწამლავის“ დალევა მოუწიოს - ფრაზა, რომელიც მისმა წინამორბედმა აიათოლა რუჰოლა ხომენეიმ გამოიყენა, როდესაც იგი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შუამავლობით წარმართული მოლაპარაკებების შედეგად ზავის დადებას დათანხმდა, რამაც 1980-1988 წლების ირან-ერაყის ომის დასასრულს დაუდო სათავე.

 

 

ირანის სასულიერო და რესპუბლიკური ორსახოვანი სისტემის მმართველობა გადამწყვეტ ძალაუფლებას უკომპრომისო ისტებლიშმენტის ხელში აქცევს, რომელმაც წარსულში თავისი მარწუხები მაკონტროლებელ აპარატურას მოუჭირა, როცა შიდა და გარე საფრთხეების წინაშე დადგა.

 

 

მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტს არ გააჩნია დიდი გავლენა საგარეო საქმეებსა თუ ბირთვულ პოლიტიკაზე, რომელიც ხამენეის ექვემდებარება, პარასკევის არჩევნებში გამარჯვებამ, რაც 2021 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ხისტ ძალებს საარჩევნო კამპანიისას უფრო მძლავრ პლატფორმას უქმნის, შესაძლოა მომავლი წლების ირანის პოლიტიკა შეცვალოს.

 

 

„უკოპრომისო ძალებს თვალი პრეზიდენტობაზე უჭირავთ“, განუცხადა ირანის მაღალი რანგის ოფიციალურმა პირმა „როიტერსს“, თუმცა პოლიტიკური მგრძნობელობიდან გამომდინარე, თავისი ვინაობის გამჟღავნება არ ისურვა.

 

 

„საპრეზიდენტო არჩევნებში უკომპრომისოთა გამარჯვებამ, მზარდ ეკონომიკურ სიძნელეებთან ერთად, შესაძლოა, ირანსა და ამერიკას შორის ახალი ეპოქის დაწყებას დაუდოს სათავე“, თქვა ოფიციალურმა პირმა.

 

მომზადებულია GUARDIAN.GE-ის მიერ

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი