ნაფეტვრების და ლისი-მუხათწყაროს 21 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
23-02-2020, 19:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისიდან ნაფეტვრებთან მისასვლელი 4.6 კმ-იანი გზა ძლიერ დაზიანებული და გრუნტოვანი იყო, ადგილობრივ მოსახლეობას და დამსვენებლებს ეს პრობლემა წლების განმავლობაში აწუხებდა.

 

 

პროექტს, რომლის ბიუჯეტი 13 მლნ ლარამდეა, ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებს, სამუშაოები 2019 წლის ოქტომბერში დაიწყო და გეგმის მიხედვით, 2021 წლის გაზაფხულზე დასრულდება.

 

 

„ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, 21 კმ-იანი გზა, რომელიც აკავშირებს ლისს, მუხათწყაროს, ქვემო წყლულეთსა და ნაფეტვრებს. აქ მუდმივად ცხოვრობს ადგილობრივი მოსახლეობა და ასევე, ბუნებრივია, ეს გზა მნიშვნელოვანია თბილისის მოსახლეობისთვისაც, რომელიც წლების განმავლობაში ამ ტერიტორიას სააგარაკედ იყენებს. კარგი ტემპით მიმდინარეობს სამუშაო და კონტრაქტორთან კომუნიკაციის შედეგად შეგვიძლია ისიც ვთქვათ, რომ პროექტი შეიძლება დროზე ადრე დასრულდეს და წლის ბოლოსთვის უკვე ამ მონაკვეთის სრული ექსპულატაცია მოხერხდეს. გასულ წელს გზების დეპარტამენტმა და თბილისის მერიამ მოახერხეს რესურსის გამოძებნა და თბილისისა და ნაფეტვრების დამაკავშირებელი 4.6 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია დასრულდა. შესაბამისად, ეს 21 კმ-იანი მონაკვეთი შეკრავს ერთიან პროექტს და სრულად მოაწესრიგებს ამ ზონაში საგზაო ინფრასტრუქტურას,“ - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა მცხეთის მუნიციპალიტეტში, ნაფეტვრებიდან ქვემო წყლულეთამდე მისასვლელი გზის და ლისი-მუხაწყაროს ცენტრალური გზის რეაბილიტაციის სამუშაოებს გაცნობის შემდეგ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი